ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორ შეიძლება ეს იკადრო და გააკეთო ჯანსაღად მოაზროვნე,...

“როგორ შეიძლება ეს იკადრო და გააკეთო ჯანსაღად მოაზროვნე, ფხიზელმა ადამიანმა?” – კახა კალაძე აქციებში არასრულწლოვნების ჩართვაზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში მიმდინარე აქციებში არასრულწლოვნების ჩართვა და ძალადობრივი ქმედებების წახალისება კატეგორიულად მიუღებელია.

ამის შესახებ მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდება:

წარმოუდგენელია. ყველაფერს კადრულობენ და იყენებენ. როგორ შეიძლება არასრულწლოვანი, პატარა ბავშვი გამოიყვანო და ხელში მისცე, არ ვიცი, რა საგნები იყო – ხან პეტარდები, „მოლოტოვის კოქტეილები“ და ასროლინო პოლიციელის ან თუნდაც ნებისმიერი ადამიანის მისამართით? როგორ შეიძლება ეს იკადრო და გააკეთო ჯანსაღად მოაზროვნე, ფხიზელმა ადამიანმა? წარმოუდგენელია უბრალოდ, თუმცა ყველანაირი ზღვარი გადალახეს.

ვხედავთ, თუ რა პროცესების განვითარების სურვილი ჰქონდათ ქვეყანაში. „ნაცმაიდანი“ ვერ მოხდება საქართველოში. დღეს სახელმწიფო ძლიერია თავისი ინსტიტუტებით.

ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ბოროტი ძალა, ყველაფრის მკადრებლები. შესაბამისად, სიფრთხილე გვმართებს ყველას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული...

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...