spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ აქ მაინც მოვიგეთ - სულით და მისწრაფებით...

“ჩვენ აქ მაინც მოვიგეთ – სულით და მისწრაფებით დემოკრატებმა… და გაგვიყალბეს” – ლაშა ბუღაძე აშშ-ში გამართულ არჩევნებს ეხმაურება

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ნეგატიურ დამოკიდებულებას აფიქსირებს არჩეულ პრეზიდენტ დონალს ტრამპთან დაკავშირებით:

,,მე ის მაოცებს, ქართველი ემიგრანტების ნაწილს ის რომ ახარებს, ემიგრანტებს გააძევებსო. ფეისბუქზე ისეთებსაც ვხედავ, ლეგალურად ყოფნის პრობლემა რომ აქვთ და მაინც ხარობენ ამ არამზადას გამარჯვებას.

ზოგი ქალის სიხარულიც ცალკე საკვლევია – კაცი აბორტის უფლებას ართმევს ქალებს (თან ტყუილებს ბოდავს, ფედერალურ დონეზე არ შევეხებიო) და მაინც მოსწონთ. თუმცა, გასაოცებელი არაფერია. ყველაფერი გასაგებია. ეს არა პოლიტიკური, არამედ ახლებური კლასობრივი ომია – სოციალური და არა პოლიტიკური.

ჩვენ ჩვენი ბრძოლა გვაქვს. ჩვენ აქ მაინც მოვიგეთ – სულით და მისწრაფებით დემოკრატებმა… და გაგვიყალბეს.

იმედია, უკრაინა მაინც შეინარჩუნებს გამძლეობას. მთავარი ესაა”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ინფორმაციისთვის: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა რესპუბლიკელების კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა დააგროვა და ის იქნება აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...