spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზუსტად 12 წლის წინ, საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე...

“ზუსტად 12 წლის წინ, საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლეს 9 თვის ბარბარე რაფალიანცი” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც 12 წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე, 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმეს იხსენებს:

,,ზუსტად 12 წლის წინ, 2012 წლის 30 სექტემბრის გვიან საღამოს, დაახლოებით ამ დროს, საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლეს 9 თვის ბარბარე რაფალიანცი.

ვიღაცამ ის წყლით სავსე ქვევრში ჩააგდო, ქვევრს თავზე დაახურა, ივანიშვილის ტელევიზიას დაურეკა, ნაცებმა ბავშვი გაიტაცესო და ქვეყანაში მასობრივი ფსიქოზი გააღვივა, რათა ბედუკაძის მხატვრული ვიდეოებით გამოწვეული შოკი ბოლომდე მიეყვანა და ქვეყანა ხელში ჩაეგდო. ქოცრეჟიმის სახეებმა (ღარიბაშვილი, ბერიკაშვილი) მკვლელობა მაშინდელ ხელისუფლებას დააბრალეს და ამ საქმის პირად კონტროლზე აყვანას შეგვპირდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კი საქმე ჩაფარცხეს. რამდენიმე წლის თავზე, მთავარმა ცილისმწამებელმა, მანანა ბერიკაშვილმა, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ბარბარე რაფალიანცს შეეხებოდა, უპასუხა – ,,თქვენს გარდა ეს თემა არავის აინტერესებს, დაიკარგეთ აქედანო”.

ეს ხალხია დღეს ჯერ კიდევ ხელისუფლებაში. და ამ ხალხის ხელისუფლებაში მოყვანისთვის ვლადიმირ ბედუკაძე მოსკოვში საგანგებო ჯილდოთი დააჯილდოვეს…

ბარბარე რაფალიანცი დღეს 12 წლის იქნებოდა და, რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბრის კატასტროფა, ვინ იცის, იქნებ დღეს მშობლებთან ერთად ლაზიკაში ეცხოვრა. იმ ლაზიკაში, ,,ქოცებმა” რომ მოკლეს, პუტინის დავალებით”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...