spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიიგორ ნარმანია: "სამეგრელო ყოველთვის იდგა, დგას და იდგება...

იგორ ნარმანია: “სამეგრელო ყოველთვის იდგა, დგას და იდგება ისტორიის სწორ მხარეს”

სამეგრელო ობიექტურად ყოველთვის იდგა, დგას და იდგება ისტორიის სწორ მხარეს. სამეგრელო ყოველთვის იდგა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარეს. სამეგრელო იდგა და დგას მიხეილ სააკაშვილის ერთგულად და სამეგრელო ოკუპანტების წინაშე ბოდიშს არასდროს არ მოიხდის!“ – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ.

იგორ ნარმანიას განცხადებით – „ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი და საამაყოა თქვენს წინაშე წარდგომა, რადგან თქვენ იცით, რომ ეს არის ჩემი ოდაბადე, აქ დავიბადე და გავიზარდე. სამეგრელო ობიექტურად ყოველთვის იდგა, დგას და იდგება ისტორიის სწორ მხარეს. სამეგრელო ყოველთვის იდგა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარეს. სამეგრელო იდგა და დგას მიხეილ სააკაშვილის ერთგულად და მე მინდა მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამ პრეზიდენტს მივესალმოთ აქედან.

ძალიან ბევრს დავდივართ და ძალიან ვწუხვარ, რომ მთელ საქართველოში არის ეს პრობლემა, განსაკუთრებით სამეგრელოში ძალიან ბევრ ჩემს თანატოლს, ჩემი თანატოლის მშობლებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა. მაშინ, როდესაც აქ უნდა აშენებულიყო ახალი ქალაქი ლაზიკა, ანაკლიის პორტი, რომელიც იქნებოდა მშვიდობის, თავისუფლების და ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანის მთავარი გარანტი, მაგრამ დღეს ივანიშვილმა მხოლოდ და მხოლოდ სიდუხჭირე შემოგვთავაზა სამეგრელოს. მას განსაკუთრებულად სძულს მეგრელები, განსაკუთრებულად სძულს თავისუფლების მოყვარე ადამიანები, რადგან ის ვერ იტანს თავისუფალ ადამიანებს.

ახლა მინდა გითხრათ, რომ საქართველოს, სამეგრელოს არცერთი ქალაქი არ მოიხდის ბოდიშს ოკუპანტების წინაშე“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ და შეკრებილ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის წერილი გააცნო.

მე ახლა მინდა წაგიკითხოთ მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელიც გამოგიგზავნათ თქვენ:

ჩემო უსაყვარლესო ზუგდიდელებო და ზოგადად ჩემო მშობლიური მეგრელებო.

ლაზიკის პორტის და ქალაქის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო ათი წლის წინ და ახალა ზუგდიდი ლაზიკასთან ერთად იქნებოდა ერთი დიდი აგლომერაცია და თბილისის შემდეგ სიდიდით რიგით მეორე ქალაქი იქნებოდა საქართველოში, ყველაზე მაღალი ხელფასებით კავკასიაში. ივანიშვილმა, რომელმაც განსაკუთრებით ეზიზღება საქართველო და ხაზგასმით ვერ იტანს საქართველოს, თავისუფლების მოყვარე და სულისკვეთების გამო, გააჩერა ლაზიკის პროექტი, შეაჩერა ფოთი-ლაზიკის მშენებარე აეროპორტი, მოკლა ანაკლია და განმუხური.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და 26 ოქტომბერს და როგორც ყოველთვის ჩვენი გამარჯვება დაიწყება სამეგრელოდან, სადაც პირველად დავადგი ფეხი საქართველოში დაბრუნების შემდეგ და სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გამოკითხვით დამაჯერებლად ლიდერობს. ჩვენ დავიბრუნეთ აჭარა, გავანეიტრალეთ სეპარატიზმი ჯავახეთში და აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთსაც“.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...