spot_img
მთავარირეგიონის ამბებიპროგრამა "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

პროგრამა “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაათვალიერა.

პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და გამაგრების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 1300 ოჯახი, წელსვე, ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს. გამაგრება-რეაბილიტაცია უკვე დასრულდა 11 მისამართზე, დასრულების ეტაპზეა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ხიმშიაშვილის, მაიაკოვსკის, 26 მაისის ქუჩებსა და ე.წ. შანხაის დასახლებაში.

ე.წ. შანხაის დასახლებაში ამ ეტაპისთვის სამშენებლო სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ბინით დაკმაყოფილდება 129 ოჯახი. კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა სპორტული მოედანი და საპარკინგე სივრცე.

პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” ითვალისწინებს 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. პროგრამის ფარგლებში, ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა საჭიროების მქონე ყველა პირს ეტაპობრივად გადაეცემა.

პროექტის მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები რესან კონცელიძე, ტიტე აროშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გაეცნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...