spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილი არის მოღალატე და ყველას უნდა ესმოდეს...

“ბიძინა ივანიშვილი არის მოღალატე და ყველას უნდა ესმოდეს რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა” – ხატია დეკანოიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძემ პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

რუსეთისგან დაბომბილ გორში ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადებების შემდეგ, სადაც მან მოსთხოვა ქართველ ხალხს ბოდიშის მოხდა რუსი ოკუპანტებისთვის და იმ ადამიანებისადმი, ვინც ქართული ჯარი შეურაცხყო, ყველაფერი ნათელია, რატომ არის მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ საპყრობილეში გამოკეტილი.

მე ძალიან კარგად ვიცნობ ყველა ამ საქმეს და, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს არ არის პირველი წელი ან პირველი სხდომა, რომელზეც ჩვენ საქმეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გვეძლევა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სწორედ იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც მან მოიხსენია ქართული ჯარი და ქართველი ხალხი, კიდევ აპირებს მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას და თქვა კიდეც, რომ ამას აპირებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ დათმო ქართული სახელმწიფო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო შეენარჩუნებინა.

ახლა ჩნდება კითხვა: ნიშნავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, მათ შორის, იმაზეც რომ ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის კვლავ გასამართლებას აპირებს, იმას რომ ივანიშვილი მზად არის, პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთოს მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბრის შემდეგ თითქოს მას ექნება იმის იმედი, რომ გაიმარჯვებს? არა, მეგობრებო! ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს!

ბიძინა ივანიშვილი არის მოღალატე, ნათელია ყველაფერი, თუ რატომ სჭირდება მას მიხეილ სააკაშვილი ციხეში და ყველას უნდა ესმოდეს რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.

ეს არის ის, რაც სინამდვილეა – განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადების შემდეგ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ომი დამთავრდა 8 მაისს ევროპის დროით და ვინც 9 მაისს აღნიშნავს, ის არის საბჭოთა...

გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითზე მინიშნებით, თავის...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...