spot_img
მთავარიინტერვიუ"ცდილობენ საკუთარ ამომრჩევლებში შექმნან ის რწმენა, ყალბი მოლოდინები,...

“ცდილობენ საკუთარ ამომრჩევლებში შექმნან ის რწმენა, ყალბი მოლოდინები, ცრუ განწყობა იმის, რომ ისინი იგებენ არჩევნებს” – გია ჯაფარიძე “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებზე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს ,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო დაპირებებისა და განცხადებების შესახებ:

,,ჩემი აზრით ეს არის დამარცხებული პარტიის განცხადებები. როგორც ჩანს მათაც აქვთ თავისი კვლევები და ამ კვლევების მიხედვითაც ,,ქართული ოცნების’’ რეიტინგი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგოინებში, ქალაქებში არის საკმაოდ დაბალი.

ამიტომ ახლა ისინი ცდილობენ საკუთარ ამომრჩევლებში შექმნან ის რწმენა, ყალბი მოლოდინები, ცრუ განწყობა იმის, რომ ისინი იგებენ არჩევნებს და აპირებენ ისევ ამ პოლარიზაციის, ამ რაღაც ძალადობის დაანონსებით საკუთარი მომხრეების კონსოლიდაციას.

სინამდვილეში ახლა 12 წლის მმართველობის თავზე სხვა დაპირება ,,ქართულ ოცნებას’’ გარდა იმისა, რომ გააუქმებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, გააუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, თავისუფალ საგანმანათლებლო სივრცეებს, გარდა ამ ძალადობის დაანონსებისა სხვა დაპირება საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ აქვს.

12 წლის შემდეგ ისევ ებრძვის პარტიას, რომელიc 12 წლის წინ დაამარცხა. მე მგონია, რომ ამასთან გვაქვს საქმე… წინასაარჩევნო პროპაგანდაა, თან ეს არის წინასაარჩევნო გზავნილი, რითაც თავის მომხრეებში ცდილობს მხარდაჭერის კონსოლიდაციას’’, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...