spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის, რასაც წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, "ქართული...

“ის, რასაც წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება” აკეთებს, არის პოლიტიკური და მორალური უნამუსობა” – გიორგი კაპანაძე

ხაზგასმით ვაცხადებთ რომ ის, რასაც წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება” აკეთებს, არის პოლიტიკური და მორალური უნამუსობა. პოლიტიკური და მორალური ფსკერი. “ოცნება” ცდილობს, რომ პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს ადამიანის ტრაგედია”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გაკეთებული შეფასებების საპასუხოდ.

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” სამძიმარს უცხადებს წყალტუბოში, ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს. ხაზგასმით ვაცხადებთ რომ ის, რასაც წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება” აკეთებს, არის პოლიტიკური და მორალური უნამუსობა. პოლიტიკური და მორალური ფსკერი. “ქართული ოცნება” ცდილობს, პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს ადამიანის ტრაგედია.

სახედაკარგული ოცნება, თავის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს ადამიანის გარდაცვალებას, რადგან მათ ანაღვლებთ არა ეს ტრაგედია, არამედ, საკუთარი სკამები. ამიტომ, ვეკითხები ქართულ ოცნებას? ბარბარე რაფალიანცის ტრაგედია არ გეყოთ? არ გეყოთ ის, რომ ჩვილი ბავშვის გარდაცვალება პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენეთ? თქვენ ხართ პარტია, რომელმაც ჩვილი ბავშვის გარდაცვალების სპეკულაციით ნახეთ სარგებელი და შეცდომაში შეიყვანეთ საზოგადოება. ახლა კი, იმავეს აკეთებთ. ისევ საზოგადოების მოტყუებას ცდილობთ, რადგან სხვაგვარად, უბრალოდ, შანსი აღარ გაქვთ.

ჩვენმა ხალხმა იცის, თუ როგორი კორუმპირებულები და მავნებლები ხართ. ამიტომ, როგორც არ უნდა ეცადოთ, რაც არ უნდა იკადროთ, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩვენი ხალხი აირჩევს არა სიღარიბეს იზოლაციაში, არამედ, კეთილდღეობას ევროპაში.

არა მონობას, არამედ, თავისუფლებას. არა უმუშევრობას, პენსიონერების, დევნილების, ვეტერანების, სტუდენტების, ახალგაზრდების, მაღაროელების, პედაგოგების ძარცვას, არამედ, საქართველოს”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა…” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...