spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე - ხალხი "ქართული ოცნების" ამ კამპანიით...

პაატა მანჯგალაძე – ხალხი “ქართული ოცნების” ამ კამპანიით საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებისთვის შუშის აკვარიუმში ჩასმული შეშინებული ბიძინა ივანიშვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხი და მისი პრობლემები

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას ეხმაურება და მოსახლეობის განწყობების თაობაზე საუბრობს:

უამრავ ადამიანს ვხვდებით „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში და ხალხი განწყობილია უკეთესი ცვლილებებისთვის, საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს.

არ დამავიწყდება ჯვარში სკოლის მასწავლებლებთან საუბარი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ხელისუფლება იმდენად აცდენილია რეალობას და იმდენად გათავხედდნენ, რომ დაპირებითაც კი არ გვპირდებიან, რომ რამეს შეცვლიან და ჩვენთვის, ხალხისთვის რამეს გააკეთებენ.

თუმცა, რომც დაგვპირდნენ ვინ დაიჯერებს, თუ მართლა რამის გამკეთებლები იყვნენ, 12 წელი ჰქონდათ ამისთვის და გააკეთებდნენო. ხალხი „ქართული ოცნების“ ამ კამპანიით საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებისთვის შუშის აკვარიუმში ჩასმული შეშინებული ბიძინა ივანიშვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხი და მისი პრობლემები.

26 ოქტომბრისთვის გადაწყვეტილებაც შესაბამისია. ამ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეები მხარს დაუჭერენ ერთიანობას, ევროპას, უკეთესი ცხოვრების პირობებს და ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას.

ჩვენ გვაქვს მარტივი არჩევანი, კეთილდღეობა ევროპასთან ერთად ან სიღარიბე ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...