spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

გიორგი ვაშაძე – სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ სენატში არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში, როგორც დემოკრატების ასევე რეპუბლიკელების მხრიდან

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ.

ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან სენატორთან შეხვედრის მთავარი თემა ამერიკა საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება იყო. საუბარი ასევე შეეხო თავისუფალი ვაჭრობის და ამერიკული ინვესტიციების საქართველოში შემოსვლის საკითხებსაც.

სენატორმა კუნსმა დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და აშშ შორის კიდევ უფრო გაღრმავდება პარტნიორობა

გიორგი ვაშაძის თქმით, სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ სენატში არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში, როგორც დემოკრატების ასევე რეპუბლიკელების მხრიდან:

შევხვდით სენატორ კრის კუნსს, რომელთანაც ძალიან საინეტერესო საუბარი გვქონდა.
სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ სენატში არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში, როგორც დემოკრატების, ასევე რეპუბლიკელების მხრიდან.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ახალ ნიშნულზე ავა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს და აშშ-ს შორის უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, მრავალმილიარდიანი ამერიკული ინვესტიციები შემოვა საქართველოში და შეიქმნება ძალიან ბევრი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...