spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""ემიგრანტის დღე იწყება ისე, რომ შენი ცხოვრებით არ...

“ემიგრანტის დღე იწყება ისე, რომ შენი ცხოვრებით არ ცხოვრობ… ძალიან ძნელია ეს გადმოსცე სიტყვებით, ყველაფერი ერთად ჩაატიო, ვერც სიტყვებით გადმოცემ და ვერც აღწერ” – თამარ მამაციანი

საქართველოს მოქალაქე, ემიგრაციაში წასული თამარ მამაციანი სააგენტო ,,პარალელთან” ემოციურ კომენტარს აკეთებს ემიგრაციაში ცხოვრებასთან დაკავშირებით:

,,პირველად ემიგრაციაში წასვლის მიზეზი იყო დევნილობა. მე ვარ სამაჩაბლოდან. ძალიან ძნელია, როდესაც გაქვს, უკან მოიხედები და აღარაფერი გაქვს.

ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ არ მეფიქროს საქართველოში დაბრუნებაზე. საქართველო რომ ცოტა ეკონომიკურად გაძლიერდეს, დაბრუნებას გადავწყვეტ. მე საქართველოში ვმუშაობდი კიდევაც, მაგრამ 300 ლარად ვერასდროს ვერ იცხოვრებ. 300 ლარი ერთი სასურსათო კალათიც არ არის 1 კვირის.

ჩემი ქვეყნისგან ველოდები ჩვენი ემიგრანტების მხარდაჭერას, რომ ჩამოიყვანოს ყველა საქართველოში. როცა ქალაქში გავდივარ, ყოველი მეორე უკვე ქართველია. აქ ჩვენი პატარა საქართველოა?! ეს ჩვენი საქართველო არ არის…

ემიგრანტის ერთი დღე იწყება ისე, რომ შენი ცხოვრებით არ ცხოვრობ, არამედ ცხოვრობ ვიღაცის ცხოვრებით. ვიღაცის კაპრიზებს ემსახურები, მის ნათქვამზე უნდა იარო, ყოველდღე ერთი და იგივე. ძალიან ძნელია ეს გადმოსცე სიტყვებით, ყველაფერი ერთად ჩაატიო, ვერც სიტყვებით გადმოცემ და ვერც აღწერ.

ჩვენ ვართ მიუსჯელი პატიმრები, რომელსაც ერთი აქვს კვირა და გამოდიხარ… სიტყვებით ვერ აღვწერ, იმდენად ძნელია ეს ყველაფერი…”, – განაცხადა თამარ მამაციანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...