კვირა, აპრილი 20, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” – თიკა სურმანიძე

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი შემოქმედების შესახებ:

  • როგორ დაიწყე თქვენი სიყვარული ლიტერატურასთან და შემდეგ, უკვე თქვენი ურთიერთობა მწერლობასთან?

,,ძალიან საინტერესო კითხვაა, წინა დღით ვფიქრობდი, როდის დაიწყო-მეთქი, ყველაფერი, მახსოვდა, რომ ჩემი შემოქმედება სათავეს, ლექსებიდან იწყებდა, თუმცა მომაგონდა, რომ ძალიან პატარა ასაკში, როცა მულტფილმების ყურების პერიოდი მქონდა, სადღად 10-11 წლის თიკას, ნანახი თავისი ფანტაზიით, ფურცელზე გადმოჰქონდა და თავის შექმნილ ალტერნატიულ ზღაპარს ქმნიდა…

ალბათ, აქედან დაიწყო, მერე ყველაფერი გაუცნობიერებლად და თავისით მოხდა.
იყო რამდენიმე ლიტერატურული კონკურსი, ახალ-ახალი მოტივაცია, რომ არ შემეწყვიტა წერა… საბოლოოდ მივედი იქამდე, სადაც ახლა ვარ.

  • როგორ იძენთ მუზას, როდესაც წერას იწყებთ?

მუზა? საინტერესოა, ეს პროცესი, ჭეშმარიტად რომ გითხრათ, სულ არ მახსოვს, რაღაც უცნაური ძალა თავისით მოდის გონებაში და მეც… თითქოს “საყვირი” ვარ, ის, ვინც გადმოსცემს ყოველივეს.

ვერ ვაკონტროლებ ამ დროს ემოციებს, რომლებიც მეუფლება. უბრალოდ შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ… ალბათ ესაა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და ბუნებრივი შეგრძნება.

  • თქვენი ბოლო წიგნი და მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ხართ, როგორც მკითხველი, რომელ გმირს გამოყოფდით და რას გამოარჩევდით?

ჩემი ბოლო წიგნი გახლავთ “უსასრულობას+1”. როგორც აღნიშნეთ, იმის მიუხედავად, რომ ავტორი ვარ, ჩემს ორივე წიგნს, სულ მესამე პირის თვალით ვუყურებ, თითქოს ჩემი შექმნილი არ იყოს…

ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ პირველ რიგში, მათ მე მასწავლეს ის, რაც შემოდგომ ხალხს გავუზიარე.

რაც შეეხება “უსასრულობას +1”-ს გამოვყოფდი მთავარ პერსონაჟს – ნოას, რადგან ნოა არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის სახე, სამწუხაროდ, იგი სახეა დღევანდელი საზოგადოებისა, რომელიც გამოფიტულია ყოველგვარი ემოციისგან, სახეა იმ ხალხისა, რომელთა ცხოვრებაც მხოლოდ ბიოლოგიურ სიცოცხლეს დაემსგავსა…

იგი სახეა მათი, ვინც დაკარგა ბედნიერებისა და სამყაროში ყველაზე მთავარის… ემოციების, გრძნობების განცდის უნარი… შესაბამისად, მარტო დარჩა ადამიანი… ამ დროს კი იგი, ყველაზე სუსტი და საბრალო არსებაა…

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ამ რუსული სპეცოპერაციის კვალი არ უნდა გაქრეს და სამშობლოს მოღალატეები უნდა დაისაჯონ სამართლიანი სასამართლოთი”...

"ისეთი ინტენსივობის რუსული ნიაღვარი მოდის საქოცეთიდან, დარწმუნებული ვარ უკვე...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა, ადამიანის ვისი გულიც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემოციური შეფასებები გარდაცვლილ, წალენჯიხის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...