ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "იმედი მაქვს, ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და...

კახა კალაძე: “იმედი მაქვს, ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა”

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა რამდენიმე დღეში ზედმიწევნით იქნება შესრულებული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დედაქალაქის მერი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ისეთივე ფაქტი არ მოხდება, როგორც ეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოხდა.

მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული

რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. ჩვენ ყველა ქვეყანაზე – უკრაინა, მოლდოვა, გაცილებით წინ ვართ ყველანაირი სტატისტიკითა და მაჩვენებლით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა – მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი, რაც ძალიან მძიმე იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა წარმატება, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება.

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დიდი დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად.

ყველა წარმატება ასოცირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდთან. ის ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც მოლაპარაკებების გახსნისთვის არის წარმოდგენილი, ზედმიწევნით შესრულდება.

იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისეთი უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინდორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

“ფარისევლობის და მდაბიოობის საოცარი ნაზავი შემოგვთავაზეს ბედნიერ ერს🤮” – ბაჩანა შენგელია

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაკითხვასთან დაკავშირებით პროდასავლურ პარტიებში დაფიქსირებულ...

“სტატუსის დამწერი მომხრე აღარ დაგრჩებათ მალე‼️” – ელისო კილაძე მმართველ პარტიას მიმართავს

კულტურის სამინისტროს მიერ დათო დოიაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, კონკრეტული...

კახა კალაძე: “ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატები, რომელთა სახეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

გიორგი ვაშაძე: “ივანიშვილის პოლიტიკამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...