spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?! ასეა დღევანდელი ოპოზიციაც -...

“მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?! ასეა დღევანდელი ოპოზიციაც – არის ნული” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უსამართლოს უწოდებს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ერთგვარი წახალისებაა:

მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულებაა. ვერავინ ახსნის ბუნებაში, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა პრობლემა და ეწინააღმდეგებოდეს ევროპას ან ევროპულ ღირებულებებს.

ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რეალურად რა ხდება და რა პროცესები მიმდინარეობს. ის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სანქციებთან დაკავშირებით გაჟღერდა, ერთგვარი წახალისებაა გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის „ზერო“, ნული. მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?!

მკვდარს ვერ გავაცოცხლებთ. ასეა დღევანდელი ოპოზიციაც – არის ნული. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ, გუბაზ სანიკიძეს ჰკითხოთ და ის გეტყვით ზუსტ შეფასებას რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაანონსებულ სანქციებთან დაკავშირებით, კახა კალაძე აცხადებს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ჯერ კიდევ 2008 წელს, თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგვინა.

დროებით შეიძლება გაიხარონ ადამიანებმა. ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ჩვეულებრივი მოღალატეები. მოღალატეობრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. 2008 წელს თავიანთი მოღალატეობრივი ქმედებებით დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს რომ ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, ეს მათი და მათი უგუნური პოლიტიკის დამსახურებაა.

ის რეზოლუციებიც, რომელთაც ხელი მოაწერეს, თითქოს, საქართველომ დაიწყო ომი და მძინარე ცხინვალს თავს დავესხით, მოღალატეობრივი ქმედებებია. ამ ყველაფრის შემოქმედი ის რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც დღეს სხვადასხვა დასახელების პარტიებად არიან წარმოდგენილი, მაგრამ სინამდვილეში ერთნი არიან. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ოქტომბერში გასცემს საკადრის პასუხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...