spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა, ამიტომ, ყველამ...

კახა კალაძე: ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა, ამიტომ, ყველამ უნდა შევძლოთ მისი დაგმობა

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, ასევე ოჯახებში მივარდნა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კითხვაზე, ახალისებს თუ არა ხელისუფლება ძალადობას იმით, რომ დღემდე არ არიან ოპოზიციონერებზე თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები და დაკავებულები, კახა კალაძე პასუხობს, რომ ასევე მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ფიქსირდება პარლამენტის დეპუტატების მიმართ:

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, რასაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე; სადარბაზოებში შესვლა და მოხატვა საცხოვრებელი ბინების კედლების. „ტიკტოკებიც“ არის ჩაწერილი. ზოგადად, ცუდია ეს დემოკიდებულება და ყველამ უნდა ვეცადოთ, ვისაც მართლა გვაქვს სურვილი, შევამციროთ ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური, რადგან ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ეს ძალიან ცუდია. ყველამ უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის დაგმობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მიზანმიმართულად აყენებენ შეურაცხყოფას მმართველი გუნდის წევრებსაც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამ ადამიანებს თავიანთი ხელწერა არ შეუცვლიათ. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იმავეს აკეთებდნენ უფრო მძიმე ფორმებით, პირდაპირ კლავდნენ და აუბედურებდნენ. დღეს მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ და რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ ბულინგით, სიტყვიერი შეურაცხყოფით. თუ ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, იცით, რა სიტყვებით ამკობენ მას. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. ყოველთვის ასე იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ამით გამოირჩეოდნენ – სადიზმით, სიბოროტით. თუკი რაიმე უბედურება და სიბოროტე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და გააკეთოს, ყველაფრის მკადრებლები არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ასეთი დამოკიდებულება და ქმედებები ყოველთვის დამარცხდება.

ცდილობენ საზოგადოების წევრებს შეურაცხყოფა მიაყენონ, დააბულინგონ, დაჩაგრონ. დააკვირდით, განსხვავებული აზრის მქონე, ნებისმიერი სფერო შეიძლება ავიღოთ, სპორტსმენები, ხელოვანები, ბიზნესმენები. საოცრება ხდება. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ეს ადამიანები არიან ფაშისტები, რადიკალები და მერწმუნეთ, რომ ეს დამოკიდებულება და ამ ადამიანების ქმედება ყოველთვის იქნება დამარცხებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...