spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მონობით არავინ არაფერს არ დაგიბრუნებს" - გიორგი გახარია

“მონობით არავინ არაფერს არ დაგიბრუნებს” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსა და ამ ფონზე, მმართველი პარტიის შესაძლებლობებსა და განხორციელებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით:

,,დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ თუნდაც ოკუპანტს, რუსეთს დაელაპარაკოს ღირსეულად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. მონობით, რასაც ისინი ესწრაფვიან, არავინ არაფერს არ დაგიბრუნებს.

მარტივად შემიძლია გითხრათ ხელისუფლების 3 წარმომადგენელი, ყველაზე მსხვილი ლიდერი – პრემიერი, ყოფილი პრემიერი, ქალაქის მერი – რომ დააკვირდეთ, ერთმანეთს ეჯიბრებიან არაადეკვატური, ანტიდასავლური მესიჯების და განცხადებების გაკეთებაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, როგორ მოაწონონ თავი რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ეს არის ჩვეულებრივი შეჯიბრი.

ვინმეს თუ ჰგონია, ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს, ან იმ მეოთხეს, რომელიც დამალულია, რაიმე რესურსი აქვს პოლიტიკური ან მორალური, ან ინტელექტუალური, ან ექსპერტული, რომ დაელაპარაკოს, ღირსეულად და არა მონობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეს წარმოუდგენელია.

რატომ? – როცა რუსეთი ხედავს, რომ შენ გყავს ხელისუფლება სრულად კორუმპირებული, სრულად კორუფციაში ჩაფლული, მხოლოდ იმ მიზნით მამოძრავებელი, რომ ძალაუფლება და ფული შეინარჩუნონ, რა თქმა უნდა, ის არაფერს არ დაგიბრუნებს. ყველაზე მარტივია მსგავს ხელისუფლებაზე ზემოქმედება, მისი მოსყიდვა… და ვინ რას დაუბრუნებს?!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...