spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, ამ დროს ის...

“როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს” – ირაკლი კობახიძე

ევროპელი კოლეგების მოწოდებებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია, რომ საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ევროპულ გზას, მმართველ პარტიაში გარკვეული შეფასებები მოჰყვა. პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც, რომელიც, ასევე, მწვავედ აფასებს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მისვლის ფაქტს:

,,მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას. მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.

დღეს ეს მარტივი ჭეშმარიტება 3-ჯერ გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ეს თავისთავად ფაქტია, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს.

ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობის აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე, მე მგონია, რომ სერიოზული შეშფოთების საგანია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...