კვირა, ივლისი 6, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისოზარ სუბარი: "ნაციონალური მოძრაობა" სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად...

სოზარ სუბარი: “ნაციონალური მოძრაობა” სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება და ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი

არ შემიძლია არ გავიხსენო 2008 წლის ომი და ის ღალატი, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა – მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

პარლამენტის წევრმა კოლეგებს საქართველოს პრეზიდენტის ციტატა შეახსენა.

წავიკითხავ ერთ ციტატას, რომელიც ეკუთვნის ოპოზიციის დღევანდელ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილს: „იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე, ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა. გამოიწვია მოსალოდნელი და წინასწარ გამოცხადებული რუსეთის სამხედრო რეაქცია. მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებასა და ტერიტორიების გეგმურ დაკარგვას. სააკაშვილი ამ დანაშაულისთვის ჯერ კიდევ არ არის გასამართლებული და სანამ არ გასამართლდება, მანამდე საქართველო სააკაშვილის დანაშაულისგან ვერ გათავისუფლდება და რუსეთს ვერ მოვთხოვთ პასუხს ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე.“ დღეს ის, იმ ძალებთან ერთად, რომელთაც ქვეყანაში ომის დაწყებასა და ქვეყნის გაყიდვაში ადანაშაულებდა, სათავეში უდგას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 30 სექტემბერს, გამოქვეყნდა აგვისტოს ომის გარემოებათა დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის, ე.წ ტალიავინის დასკვნა, რაც სააკაშვილმა პირდაპირ გამოაცხადა საქართველოსა და პირადად მის უდიდეს გამარჯვებად. არადა, ამ დასკვნაში ეწერა, რომ „ომი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველო თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე, 2008 წლის 7-8 აგვისტოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცოდა, რამდენად დამაზიანებელი იყო ეს დასკვნა საქართველოსთვის, ამიტომ მათ უარი თქვეს მის თარგმნასა და გამოქვეყნებაზე, რათა ის, რაც იცოდა მთელმა მსოფლიომ, არ გაეგო ქართველ ხალხს.

შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს ომის დღეების სატელევიზიო არქივები. გააქრეს, რადგან ამ არქივებში, იმ პირდაპირ ეთერებში, რომლებიც უწყვეტად გადაიცემოდა ყველა ტელევიზიით, კარგად ჩანს სამშობლოს ღალატის ის უპრეცედენტო მასშტაბი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს.

სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მიატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის, ფრონესა და კოდორის ხეობებში, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა. ამ ღალატს წინ უსწრებდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრების აღდგენა, ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა. 2008 წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება და უამრავი პროვოკაცია, რამაც საბოლოოდ რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ამ ოკუპაციის გაფორმება შესაძლებელი გახადა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პირობას ვდებთ, რომ როგორც კი მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება და ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...