spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც "ოცნება" ბედავს და პოლიტიკურ ცხოვრებაში "შავ ფულზე"...

“როდესაც “ოცნება” ბედავს და პოლიტიკურ ცხოვრებაში “შავ ფულზე” ლაპარაკობს, ჩვეულებრივი იდიოტები არიან” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აძლევს ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ,,უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განმეორებით დაინიცირებას:

,,ოცნების” ვალდებულებაა, დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქე, რომ ეს კანონი რუსული არ არის და ამას ვერ ახერხებს. ეს იყო უზარმაზარი შეცდომა არა მხოლოდ მათთვის – პოლიტიკური, არამედ შეცდომა, რომელიც აზიანებს ქვეყანას.

გარდა ამისა, კიდევ უფრო დამატებითი ბევრი შეცდომები ჩაიდინეს ამ კანონთან დაკავშირებით. მაგალითად, წამოწიეს პარტიებში ,,შავი ფულის” საკითხი. იმიტომ, რომ ამას რაღაცნაირად გამჭვირვალობას უკავშირებ.

საერთოდ, ღიმილის მომგვრელია, როდესაც ,,ოცნება” პოლიტიკურ ცხოვრებაში ,,შავი ფულის” ფენომენზე ლაპარაკობს. ნუ, წარმოუდგენელია! თავიანთ მედიებში ჩაიხედონ – როგორ ფინანსდება მათი ,,იმედი”, ,,რუსთავი 2” და კიდე სხვა.

გარდა იმისა, რომ ,,ოცნება” ვერანაირად ვერ ახერხებს გადაარქვას ამ კანონს რუსული, დაიმატეს კიდევ ახალი თავის ტკივილი – ,,შავი ფული”, რომელზეც მე დარწმუნებული ვარ, ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტ წნეხს მიიღებენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენგან მიიღებენ.

როდესაც ,,ოცნება” ბედავს საერთოდ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ,,შავი ფულზე” ლაპარაკობს, ჩვეულებრივი იდიოტები არიან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...