spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ვინმე საუბრობს, რომ უცხოური ფული არის უცხოური...

“თუ ვინმე საუბრობს, რომ უცხოური ფული არის უცხოური გავლენა, ბიძინა ივანიშვილზე დიდი უცხოური ფული, რუსული არავის არ აქვს ქვეყანაში” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე საკომიტეტო შეხვედრაზე ,,უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის განხილვისას, სიტყვით გამოსვლის დროს, კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს:

,,მე მამუკასთან მაქვს კითხვა. ჯერ ვერ გავიგე რაში მდგომარეობს პრობლემის არსი. აქეთ დგას საქართველოს ევროკავშირის წევრობა, იქით დგას ვითომ გამჭვირვალობის პრობლემა – ამაზე საუბრობს ,,ქართული ოცნება”, რომლის საპატიო თავმჯდომარის და თავმჯდომარის ფინანსების გამჭვირვალობაზე არავინ არაფერი იცის საერთოდ.

თუ ვინმე საუბრობს, რომ უცხოური ფული არის უცხოური გავლენა, ბიძინა ივანიშვილზე დიდი უცხოური ფული, რუსული არავის არ აქვს ქვეყანაში. მაშინ ივანიშვილით უნდა დაიწყოთ ამ კანონის მოქმედება.

როცა პრემიერ-მინისტრს ვამტკიცებდით, იქ დაისვა კითხვა – ხომ არ აპირებდით ,,ქართული ოცნება” ხელახლა ამ კანონის მიღებას?! – გამოირიცხა!

რა მოხდა ორ თვეში ისეთი, ბატონო მამუკა, რომ ამ კანონთან დაკავშირებით, რომ თქვენ ხელახლა დაუბრუნდით?! მით უმეტეს, ვიცით საქართველოს მოქალაქეების რეაქცია.

რა გაძლევთ გარანტიას, კიდევ რომ მოქალაქეები გამოვლენ ქვეყანაში; ვიცით, რა პირობებში მოგიწიათ უარის თქმა ამ კანონზე, უფრო მეტი, ასე ვთქვათ – რადიკალურები იქნებით, უფრო დაარბევთ ახალგაზრდებს, რა გაძლევთ გარანტიას, რომ ეს კანონი სიკვდილ-სიცოხლის ფასად უნდა მიიღოთ და გიღირთ იმის ფასად, რომ თუნდაც, დაშავდნენ და დაზიანდნენ ადამიანები?!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...