spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის დღე ტრამვის და ტრიუმფის, რომელიც გამოხატავს...

“ეს არის დღე ტრამვის და ტრიუმფის, რომელიც გამოხატავს იმ დიად გზას ქართველი ერისა, რომელმაც ბრძოლით და თავგანწირვით მოიპოვა ეს თავისუფლება!” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე საუბრობს 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე:

,,დღეს 9 აპრილია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. თუმცა, ოფიციალურ კალენდარში ასე არ აისახება, რადგანაც შევარდნაძის ხელისუფლებისა და საბჭოთა ნომენკლატურისა, თუ წითელი გავლენიანი ინტელიგენციისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, საბჭოთა ხელისუფლების (1921-1990) საოკუპაციო რეჟიმად წარმოდგენა.

ასევე, საქართველოს, როგორც საერო ხელისუფლებისათვის და საქართველოს საპატრიარქოსათვის, ეს დღე მიჩნეულია, როგორც ტრაგედიის დღე. 1989 წლის 9 აპრილს რუსის ჯარის მიერ ქართველი დემონსტრანტების დახოცვის აღსანიშნავად…

სამწუხაროა, რომ ქართულმა სასულიერო, თუ საერო ოფიციოზმა ვერ გაიაზრა 1989 წლისა და 1991 წლის 9 აპრილის ერთიანობის იდეა. ეს არის დღე ტრამვის და ტრიუმფის, რომელიც გამოხატავს იმ დიად გზას ქართველი ერისა, რომელმაც ბრძოლით და თავგანწირვით მოიპოვა ეს თავისუფლება! ამიტომაც ბრძანებს ზვიად გამსახურდია, თავის სიტყვაში, რომელიც წარმოთქვა 1991 წლის 9 აპრილს, რომ სიმბოლურია, რომ 9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა და რომ ,,ზეციდან დაგვხარიან თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირულთა სულები!”

დიახ, ჩვენ თავისუფლება მოვიპოვეთ თავგანწირვით და არა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, როგორც ეს სურს წარმოადგინოს “დაუმარცხებელ საბჭოთა პრიველიგენციას”.

მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად ესმის და კითხულობს ერი თავის ისტორიას…

გილოცავთ ამ დიად დღეს და მინდა გავითვალისწინოთ, ის მნიშვნელობა, რომელიც აქვს საერო დღესასწაულებს ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოები ერთობის განსამტკიცებლად…

დღემდე მოუშუშებელია ის სიძულვილი, რომელიც ბოლშევიკურმა რეჟიმმა დათესა ქვეყანაში, თავისი 70 წლიანი მართვის პერიოდში და კიდევ უფრო შეუხორცებელია ის ჭრილობა, რომელიც მიაყენა რუს ოკუპანტებთან ერთად მდგარმა ნეოკომუნისტურმა ბრბომ და წითელმა პრიველიგენციამ ქვეყანას 1992 წელს, როდესაც განახორციელეს სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობით და რუსეთის საოკუპაციო ჯარის მონაწილეობით!

დღემდე არ დასრულებულა ის სიძულვილი, რომელიც მაშინ გააღვივეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერები მიმართ. ეროვნული ხელიუფლების მხარდამჭერები რჩება ყველაზე მოწყვლად ძალად. (რასაკვირველია ოფიციოზის მიერ ამ დღისადმი წარმოდგენილი ფარისევლური ცრემლები ფონზე). იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო დამნაშავეები ისევ “სახელმწიფოს სამსახურში” რჩებიან და წითელი ინტელიგენცია ისევ იმ შარავანდედით შემოსულია ქართული ოფიციოზის და ყველა რჯულის მედიის მიერ, რომელიც მათ საბჭოეთის ერთგულების ფონზე ებოძათ. ხოლო დამოკიდებულება არ შეცვლილა იმ ღირსების შესაბამისად, რომელიც დაიმსახურეს ეროვნული ხელისუფლების დამცველებმა.

თვალს ხუჭავს ყველა, ვინც ან ხელისუფლებაში, ან კიდევ უპყრია ხელთ მედია საშუალებები იმ ფაქტზე, თუ როგორ ფაშისტურად ექცეოდნენ ამ ადამიანებს. დახურული ამბავია 1992 წლის 2, 6 იანვრის თუ 2 თებერვლის მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტები. დახვრეტები და ეგზეკუციები რეგიონებში. პოლიტიკურ რეჟიმს და პოლიტიკურ ნომენკლატურას ამ საკითხის მოსაგვარებლად, ხილულად მხოლოდ ერთი გეგმა გააჩნია: როგორმე თვალსაწიერიდან მოიშოროს ამ დღეების მოწმე ადამიანები… მალე დასრულდეს ისედაც მილევად რეჟიმში მყოფი იმ ადამიანების სიცოცხლე, ვინც ვერ მოისყიდეს და ვერ “მოარჯულეს”…

ვწუხვარ, ასეთი სამწუხარო ფაქტების გახსენება მიწევს ასეთ ძვირფას დღეს, მაგრამ მინდა ვიყო გულწრფელი, რაც მხოლოდ იმ ჭეშმარიტი სიყვარულით არის, რომელიც დაგვიტოვეს იმ ადამიანებმა, რომელთა სისხლი დღემდე არ შეშრობია თბილისის ქუჩებსა და მოედნებს, რომელნიც დახოცეს, ასევე აღაიანთან, ყვარლის ტყეში, მდინარე ცხენისწყლის მისადგომებთან, თუ სამეგრელოს მთებში…

სამართალი, რომელსაც ეს ადამიანები ითხოვენ მხოლოდ ერთია, მხოლოდ ისტორიის სამართალი..

ყველას გილოცავთ 9 აპრილს… ჩვენს გულებში უნდა განახლდეს ის სიყვარული, რომელიც დაბადა 1989 წლისა და 1991 წლის 9 აპრილის ერთიანობამ.
თავისუფლებისათვის ბრძოლა უსასრულოა!
Საქართველო მარადიულია!
დიდება გმირებს!”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...