ორშაბათი, ივნისი 30, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რას აკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას ქვეყანაში?...

“რას აკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას ქვეყანაში? რატომ არის ასეთი კატასტროფული უმუშევრობა? რატომ არის ასეთი დაბალი ხელფასები?!” – გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრობს დღეისათვის ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს მმართველ პარტიას:

,,კითხვას ვუსვამ უმრავლესობის წევრებს, თქვენ რომ 500-600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თქვენ თავს ჩათვლიდით დასაქმებულად?! 150 000-ზე მეტ ადამინს, ვისაც თქვენ დასაქმებულად თვლით, ხელფასი აქვს 600 ლარამდე. 260 000-ზე მეტი ადამიანი უმუშევრად გყავთ რეგისტრირებული.

ამ პირობებში, კითხვას ვსვამ – რას აკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას ქვეყანაში? რატომ არის ასეთი კატასტროფული უმუშევრობა? რატომ არის ასეთი დაბალი ხელფასები?

რეალური უმუშევრობა არის საქართველოში დაახლოებით 540 000 ადამიანი, უმუშევრებს უნდა მივათვალოთ ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი დაბალი ხელფასი. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს გაზრდილი ფასების პირობებში არ შეუძლიათ საკუთარი ოჯახები შეინახონ.

კიდევ ერთხელ მინდა კითხვა დავუსვა უმრავლესობის წევრებს და ნუ საუბრობენ სხვა უამრავ საკითხზე, კონკრენტულად პასუხი გაგვცენ – თქვენ, რომ გქონდეთ 600 ლარი ხელფასი, თქვენ თავს ჩათვლიდით დასაქმებულად?! შეძლებდით ოჯახის შენახვას?! შეძლებდით ელემენტარულად სახლში, ბავშვებისთვის საჭმელი მიგეტანათ?!

ამიტომ არის რომ ამდენი ადამიანი ემიგრაციაში მიდის. 800 000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაში წავიდა. სწორედ ამიტომ არის რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი გვაქვს ქვეყანაში.

ეკონომიკა იზრდებაო, რომ იძახით ვისთვის იზრდება ეს ეკონომიკა?! თქვენ მდიდრდებით – ხალხი ღარიბდება. ფაქტია, რომ შემოსავლები, რომლებიც აქვს საქართველოს მოქალაქეებს, ვერ უზრუნველყოფს ამ გაზრდილი ფასების პირობებში ნორმალურ და ადეკვატურ ცხოვრებას.

ამიტომ დღევანდელ სესიაზე, გვინდა კონკრენტულად გაგვცეთ პასუხები შეკითხვაზე: თქვენ რომ გქონდეთ 600 ლარი ჩათვლიდით თავს დასაქმებულად?! ან იმ ადამიანებმა, ვისაც ასეთი დაბალი ხელფასი აქვთ უნდა ჩათვალონ საკუთარი თავი დასაქმებულად?! რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკა იყოს ყველასთვის და არა ერთეულებისთვის ქვეყანაში; რომ მდიდრდებოდეს არა ერთეულები არამედ ყველა ადამიანზე აისახებოდეს ეკონომიკური ზრდა, თუ არის ზოგადად ქვეყანაში’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...