ორშაბათი, ივლისი 7, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს - "ასობით ათას ჩვენს...

გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს – “ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს ფასების ზრდის და შემოსავლის შემცირების გამო უწევს ქვეყნიდან წასვლა. რა დაგიშავათ ხალხმა?!”

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიუსელიდან “ქართული ოცნების” დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

ვაშაძის კითხვა ივანიშვილისადმი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება.

ოპოზიციონერ ლიდერს აინტერესებს თუ რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა, რომ მხოლოდ ივანიშვილის გარემოცვა მდიდრდება და ქართველი მოსახლეობა ღარიბდება:

ივანიშვილს მინდა დავუსვა კითხვა ბრიუსელიდან – რა დაგიშავათ ქართველმა ხალხმა?

ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს ფასების ზრდის და შემოსავლის შემცირების გამო უწევს ქვეყნიდან წასვლა. რა დაგიშავათ ხალხმა?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? როდემდე აპირებთ, რომ მხოლოდ თქვენ და თქვენი გარემოცვა მდიდრდებოდეს და ხალხი ღარიბდებოდეს?

ყველა ჩვენს პატრიოტ ქართველს, ყველა ჩვენს თანამემამულეს სურს ქვეყანაში დაბრუნება. ახლა ვესაუბრეთ ემიგრანტებს ბრიუსელში, მათ უნდათ სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ საქართველოში სამუშაო ადგილები არ არის, ფასები კი უკიდურესად იზრდება და უბრალოდ ვერ არჩენენ საკუთარ ოჯახებს.

ეკონომიკა დღეს მუშაობს თქვენთვის და თქვენი გარემოცვისთვის და სამწუხაროდ არ მუშაობს ხალხისთვის.

კიდევ ერთხელ გისვამთ კითხვას, როდემდე? როდემდე აპირებთ ქვეყნის ძარცვის გაგრძელებას? როდემდე აპირებთ ამ გაუსაძლისი პირობების შექმნას?

და ეს ცინიკური დამოკიდებულება თქვენი პარტიის წარმომადგენლების თითქოს არ იყოს ემიგრაციის პრობლემა, თითქოს არ იყოს ფასების ზრდის პრობლემა, თითქოს არ იყოს უმუშევრობის პრობლემა. რომ ამბობთ ორნიშნად გაიზარდა ეკონომიკაო, ვისთვის? თქვენთვის.

დიახ თქვენთვის გაიზარდა რადგან ეკონომიკა მარტო თქვენთვის მუშაობს და არა ხალხისთვის, ამიტომ გაეცით მთავარ კითხვას პასუხი, როგორ აპირებთ ამ საკითხების მოგვარებას? რატომ ხდება ეს უსამართლობა ქვეყანაში? რატომ უწევს ასიათასობით ადამიანს ქვეყნიდან წასვლა?

ღმერთმა ნუ ქნას რომ 26 ოქტომბერს ყველაფერი არ შეიცვალოს, კიდევ უარესობისკენ წავა ყველაფერი.

მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არის დიდი ცვლილებების დღე. ცვლილებების დრო მოვიდა, ჩვენ დავიწყებთ დიდ აღმშენებლობას, გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მოვიზიდავთ ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს, შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია დავიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს განვითარების, გაერთიანების და ერთად დგომის.

მჯერა, რომ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ავაშენებთ საქართველოს სადაც ყველა მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...