ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"მინიმალური ხელფასი გამოსავალი თუ პოლიტიკური სპეკულაცია?" - ალექსი...

“მინიმალური ხელფასი გამოსავალი თუ პოლიტიკური სპეკულაცია?” – ალექსი ნონიაძე

მინიმალური ხელფასის თემა ეკონომისტებისთვის „ფასების ქვედა ზღვარის“ დაწესების კლასიკური მაგალითია, ხოლო პოლიტიკოსებისთვის მუდმივი სპეკულაციის საგანი. მსგავსი საკითხები მოსახლეობაში სენსიტიური და აქტუალურია განვითარებად და ჩამორჩენილ ქვეყნებში და არა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე და შემოსავლები ისედაც მაღალია.

რა შედეგები მოაქვს მინიმალური ხელფასის პოლიტიკას და რამდენად აღწევს იმ მიზანს, რომ დაიცვას სოციალურად გაჭირვებული ფენები უსამართლობისგან, მოდით ერთად განვიხილოთ. არსებობს ორი შემთხვევა. პირველში თუ მინიმალური ხელფასი (შრომის ფასის ქვედა ზღვარი) ნაკლებია იმ ოდენობაზე, რასაც დამსაქმებელი დასაქმებულს უხდის, ეს არანაირად არ ზღუდავს შრომის ბაზარს  და მოთხოვნა-მიწოდების ძალების დახმარებით ბალანსდება ფასები ანუ ხელფასი. მაგალითად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მინიმალური ხელფასი თვეში განისაზღვრება 20 ლარის ოდენობით, რადგან  შრომის საბაზრო ღირებულება ბევრად აღემატება ამ ციფრს, ბაზარი უხილავი ხელის გამოყენებით თავად ანაწილებს სამუშაო ძალას.

მეორე შემთხვევაში, როცა მინიმალური ხელფასის ოდენობა აღემატება შრომის საბაზრო ღირებულებას. დამსაქმებელს ნაკლები მოტივაცია უჩნდება აიყვანოს სამუშაო ძალა უფრო მაღალ ანაზღაურებაზე ვიდრე ამას თავად გეგმავდა. შედეგად ან მოხდება შტატების შემცირება, ერთი დასაქმებული შეასრულებს ორის საქმეს, ან დამსაქმებელი არაფორმალურად მიიღებს თანამშრომლებს სამსახურში დაბალ ხელფასად. საერთო ჯამში, შედეგად:

  • იზრდება უმუშევრობის დონე;
  • დასაქმებულების სამუშაო პირობები უარესდება (მოუწევთ დამატებითი ფუნქციების შეთავსება ვიდრე მათ ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ).
  • იზრდება ჩრდილოვანი სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში, შესაბამისად გაიზრდება დამალული გადასახადების ოდენობა და შემცირდება შემოსავლები ხაზინაში, რაც ნაკლები ჯანდაცვის, საგანმანათლებლო სახელმწიფო პროგრამებს ითვალისწინებს იგივე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ ამ ინიციატივის ნეგატიური შედეგები ყველაზე მეტად, რომელ სოციალურ ჯგუფებს შეეხებათ. პირველ რიგში ახალგაზრდებია ის სეგმენტი, რომელიც შრომის ბაზარზე ამ მხრივ მოწყვლადია. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ნაკლებად გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, განთავისუფლებულ თანამშრომლებს შორის თავისუფლად შეიძლება მოხვდნენ უმეტეს წილად სწორედ ისინი. მეორეს მხრივ უნდა გვესმოდეს, რომ მინიმალურ ხელფასს სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს მაღალ საფასო სეგმენტში. მაგალითად, თუ საქართველოს მთავრობა მინიმალურ ხელფასს დაადგენს 500 ლარს, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით მიმდინარე პერიოდში 400 ლარამდე ხელფასზე მუშაობს 97486 პირი. ახალი რეგულაციებით სამუშაოს დაკარგვის რისკი სწორედ ამ ადამიანებში იზრდება და არა იმ სეგმენტში ვისაც 10 000 ლარი აქვთ ხელფასი.

მაშ რაშია გამოსავალი? უნდა შევურიგდეთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს მძიმე და დაბალი ხელფასის პირობებში უწევდეთ შრომა? პასუხია ცალსახად – არაა! მაგრამ ეს პრობლემა ვერ მოგვარდება პარლამენტის თავმჯდომარის ერთი ჩაქუჩის დარტყმით (იგულისხმება კანონის მიღება). აქ საჭიროა ძირეული და თანმიმდევრული მუშაობა რათა ქართული ეკონომიკა გავაჯანსაღოთ და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შევქმნათ. მარტივია კანონის მიღება, რომელიც ქაღალდზე დარჩება და ძნელია (მაგრამ არა მიუღწეველი) სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რაც წარმოებისა განვითარებას ხელს შეუწყობს და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს ზემოთ აწევს.

ერთადერთი რასაც შეიძლება დავეთანხმოთ, ეს უმუშევრობის კონპენსაციის გაცემა სახელმწიფოს მხრიდან.  მაგრამ ეს სხვა სტატიის თემაა, რომელსაც ახლო მომავალში შემოგთავაზებთ.

წყარო: https://www.rs.ge/

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თანდათან ინგრევა ოპოზიციის და მათი საყველპურო ექპერტების თუ ენჯეოების პროგნოზები” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, კონკრეტული შეფასებებით და ოპოზიციისადმი მინიშნებებით, ეხმიანება...

“ბონდო შალიკიანის დაკავებაზე მოვიშვიშე ხალხი სად ხართ? ეს ყველაფერი ჯდება თქვენს გემოვნებაში?” – ბაჩანა...

პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების თუ სამოქალაქო აქტივისტების სახლებში,...

“არცერთი ენა არ გამოხატავს ისეთ სიძულვილს ცხოვლების, განსაკუთრებით ძაღლების მიმართ, როგორც ქართული” – დოდონა...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მძიმე რეალობაზე საუბრობს: "ერთი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...