spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეიდან ჩვენ ბრძოლას თავისი სახელი აქვს და ეს...

“დღეიდან ჩვენ ბრძოლას თავისი სახელი აქვს და ეს სახელია „ახალი“!” – ნიკა მელია

დღეს დაფუძნდა კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია “ახალი”, საარჩევნო ნომრით – 4. პარტიის ლიდერები არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და “მთავარი არხის” დამფუძნებელი, იუსტიციისა და განათლების მინისტრი, ნიკა გვარამია:

ახალი პარტიის ლიდერებმა შეფასებები გააკეთეს სოციალურ ქსელში:

დღეს ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, ახალი დასაწყისის დღეა თანამებრძოლებისათვის, საფუძველი ჩაეყარა ახალ ერთობას, შეიქმნა პარტია ღირსებითა და სიმართლით ბრძოლისათვის.

დღეიდან ჩვენ ბრძოლას თავისი სახელი აქვს და ეს სახელია „ახალი“! ჩვენს გზას წინ მომავლისკენ აქვს თავისი სიმბოლო და ეს სიმბოლოა N4.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თანადგომისა და ერთად ბრძოლისათვის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელიამ.

სოციალურ ქსელში, თავისი შეფასება გააკეთა და წარსულის კონკრეტული მაგალითი გაიხსენა ნიკა გვარამიამაც:

ბოლოს ასე მაშინ ვიღელვე, როცა მთავარ არხს ვაფუძნებდი 2019ში. მაშინ 19 დღეში ახალმა გუნდმა დავდეთ გამარჯვების ფორმულა.

ახლა მეორედ მაქვს ახალი დასაწყისი, და ისევ ფანტასტიურ გუნდთან ერთად, და ისევ დავდებთ გამარჯვების ფორმულას!

გამოვიდა ერთხელ, გამოვა მეორედაც! 💚🧡✌🏻“, – აღნიშნავს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...