spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიძნელი ყოფილა, ბატონო გიორგი, როცა ხელისუფლება დაგეჯახება, მაგრამ...

ძნელი ყოფილა, ბატონო გიორგი, როცა ხელისუფლება დაგეჯახება, მაგრამ მე ვერ დამაჩოქებენ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

პარლამენტის შესასვლელთან განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, გამოეხმაურა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი ლიდერი შეხვდა მალხაზ მაჩალიკაშვილს და მხარდაჭერა გამოუცხადა მას სიმართლისთვის ბრძოლაში:

ბატონო გიორგი, ძალიან ძნელი ყოფილა, როცა დაგეჯახება ხელისუფლება, ამას არ მოველოდი, ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მე ვერ დამაჩოქებენ!

მე არ ვარ მაგარი, მაგარი ჩემი სიმართლეა!” – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

“ახალი საქართველოს” ლიდერმა დაგმო ხელისუფლების ქმედებები, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილს და პირობა დადო, რომ ამ საქმეებს აუცილებლად გამოიძიებენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე:

ქართული ოცნების ლიდერებს მინდა მივმართო: თქვენ ხართ უსამართლოები, უნამუსოები. არ გეგონოთ, რომ ამ ვაჟკაც ადამიანს ვინმე დაგაჩაგვრინებთ. ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

როგორ ექცევით შვილმოკლულ მამას?! პასუხს აგებთ ამაზე!

საქართველოში სამართლიანობა იზეიმებს და ამ საქმეებს აუცილებლად გამოვიძიებთ. არ გეგონოთ, რომ გაგივათ, რასაც თქვენ აკეთებთ!

თქვენ ვერ გატეხავთ ვახას და ჩვენც ბოლომდე გავუდგებით მას გვერდში!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის: მალხაზ მაჩალიკაშვილი, მიუხედავად მასზე დაშვებული საშვისა, მაინც არ შეუშვეს პარლამენტში, რა დროსაც მოხდა ინციდენტი და მალხაზ მაჩალიკაშვილმა გონება დაკარგა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...