შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით ზურაბიშვილი: "კიდევ იტყვიან, ღვთისმშობლის წილხვედრი არ ვართო?🙂"

დავით ზურაბიშვილი: “კიდევ იტყვიან, ღვთისმშობლის წილხვედრი არ ვართო?🙂”

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კონკრეტული შეფასებები იმ ფაქტებზე აკეთებს აქცენტს, რამაც სერიოზული სახიცვლილება განიცადა:

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ნაცებს გუბაზ სანიკიძე შეუყვარდებოდათ, ქოცებს კი თამარ ჩერგოლეიშვილი (მთლად ბოლომდე არა, მაგრამ მაინც, “ნაცებს კარგად აგინებს” მოტივით);

სალომე ზურაბიშვილი ბიძინას დაუპირისპირდებოდა, გრიგოლ ვაშაძე კი პირიქით;

სოზარ სუბარი გურამ ფალავანდიშვილს გადაასწრებდა ფაშიზმში, ზაზა შათირიშვილი კი ორივეს ერთად;

თვალთხარიად შერაცხული გახარია ოპოზიციაში იქნებოდა, ხოლო ოპოზიციაში გაქცეული ალასანიას პარტიის ლიდერთა უმრავლესობა ხელისუფლებაში მოიქცეოდა უფრო მაღალ პოზიციებზე;

ფაქტობრივად არსად წასული ბიძინა მესამედაც მოვიდოდა და მეორედ მოყვანილ ღარიბაშვილს მეორედაც გაუშვებდა;

მეგის ქარდავა ციხეში იჯდებოდა და მისი მოადგილე ბათუმის მერად;

ერთადერთი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო იქნებოდა მარად და მარად იგივე და, მიუხედავად ყველაფერ ამისა, როცა იმასაც ვერავინ შეამჩნევდა, რომ ლევან ვასაძემ უკვე ბიძინას დაუწყო გინება, ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი ქვეყანა გავხდებოდით?

კიდევ იტყვიან, ღვთისმშობლის წილხვედრი არ ვართო?🙂” წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...