ორშაბათი, ივლისი 14, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს მე ბევრად უფრო მეტი სარგებელი მომაქვს ქვეყნისთვის...

“დღეს მე ბევრად უფრო მეტი სარგებელი მომაქვს ქვეყნისთვის აქ, ოპოზიციაში, ვიდრე – რომ დავრჩენილიყავი მაშინ მთავრობაში” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში“ მისი პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის 3 წლის თავზე პოლიტიკურ შეფასებას ახდენს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზეზები და პოზიციები არსებობდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას:

,,მე არ მჭირდება წარსულის გახსნება ან გამოყენება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ. მე ყოველთვის ვცდილობ, ამ საფრთხეებს გვერდი ავუარო – არა, მე არაფერი დასამალი არ მაქვს. სწორედ ამიტომ, აქედან გამომდინარეობდა ჩემი მოწოდება/მოთხოვნა, რომ ივანიშვილი დამჯდარიყო დებატებში.

იმ ღამეს [თანამდებობიდან გადადგომის საკითხთან დაკავშირებით] მთავრობის და პოლიტიკური საბჭოს უმრავლესობა, ჩემ აზრს იზიარებდა. ისინი მეთანხმებოდნენ ზუსტად იმაში, რა მოსაზრებით და ნაბიჯების გადადგმასაც ვაპირებდი. ჩემი გადაწყვეტილების შემდგომ რომ უნდა გადავმდგარიყავი, მთავრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემთან ერთად აპირებდა გადადგომას. ამ ტალღაზე იყო ეს ხალხი და მე, პირიქით – ვინმე სხვა გადამეყენებინა კი არა, ეს ხალხი გავაჩერე. ამათ ვუთხარი, რომ ,,ნებისმიერი მსგავსი ნაბიჯი, დღეს, იმ მომენტში, ქვეყანას დააზიანებდა”. მე ასე ვუყურებდი მაშინ და ასე ვუყურებ ახლაც.

არ შეიძლება ჩვენ არ გავითვალისწინოთ სახელმწიფოს ინტერესები. არ შეიძლება ჩვენი ნაბიჯები, პერსონალური ინტერესით, პოლიტიკური ან არაპოლიტიკური ამბიციებით ქვეყანა და ქვეყნის ინსტიტუტები დავაზიანოთ. სამწუხაროდ, ბოლო 3 წელიწადში ეს ინსტიტუტები უბრალოდ ფეხქვეშ გაითელა.

[ჟუნალისტის შეკითხვა] დღევანდელი გადმოსახედიდან, თქვენ თვლით, რომ ოპოზიციაში უფრო სასარგებლო ხართ და არანაირი რესურსი იქ [,,ქართულ ოცნებაში”] დარჩენის არ არსებობდა? – თქვენ გითქვამთ, რომ შემაკავებლის ფუნქციას ასრულებდით.

კომპრომისის რესური უკვე აღარ იყო. მე მომსახურე პერსონალი ვერ გავხდებოდი. ეს ვერასოდეს ვერ იქნებოდა, ასე ვთქვათ, ჩემი საქმიანობის მიზანი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მე ბევრად უფრო მეტი სარგებელი მომაქვს ქვეყნისთვის აქ, ოპოზიციაში, ვიდრე რომ დავრჩენილიყავი მაშინ მთავრობაში, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. ეს შესაძლებელი იყო ისეთი კომპრომისების ხარჯზე, რომ იქ ყველანაირი ფასეულობა და ღირსება იქნებოდა გადახაზული. სამწუხაროდ, შეხედეთ, დღეს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“რა მწარედ მახსენდება შედარება იმ და ამ ხელისუფლების” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასება-შედარებები, მინიშნებებით: "რა მწარედ მახსენდება შედარება იმ...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...