spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საზოგადოების ისეთი დიდი მხარდაჭერა როგორიც დღეს "ქართულ ოცნებას"...

“საზოგადოების ისეთი დიდი მხარდაჭერა როგორიც დღეს “ქართულ ოცნებას” აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია” – კახა კალაძე

ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ კითხვას, თუ რისთვის ემზადება მმართველი პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის.

კახა კალაძის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ დღეისათვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

როგორც ყოველთვის „ქართული ოცნება“ ემზადება გამარჯვებისთვის – იმისთვის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, რამდენ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასეთი მხარდაჭერა როგორიც „ქართულ ოცნებას“ აქვს დღეს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ხელისუფლებამ ქვეყანას მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ევროპული კურსი შეუნარჩუნა.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია, წარსულს ჩაბარდა ის წლები, როდესაც ხელისუფლებას ჯიბეში ჰყავდა ყველა მედია საშუალება. ხალხი ხედავს, როგორი ზეწოლა იყო, თუმცა სიმტკიცითა და პატრიოტიზმით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამ პრინციპების დაცვით ვაპირებთ განვაგრძოთ ცხოვრება. პირველ რიგში, ხალხისა და ქვეყნის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...