spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე საავტომობილო...

“სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს ორმხრივად აღდგება” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის განმახორციელებელ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაწყდა, რადგან მათ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულებს.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ დაპირებისამებრ, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, იანვრის ბოლოს აღდგეს:

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის აპრილის ბოლოს დავიწყეთ. მოსახლეობას დავპირდით, რომ საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, 2024 წლის იანვრის ბოლოს აღდგებოდა. რა თქმა უნდა, სამუშაოები მასშტაბურია, რადგან ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული რეაბილიტაციით და გვინდა, ყველაფერი ფუნდამენტურად გავაკეთოთ.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაც, თავდაპირველად, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებით დავიწყეთ, რადგან არსებობის განმავლობაში, აღნიშნულ გამზირზე მსგავსი ტიპის სამუშაოები არ განხორციელებულა. რეაბილიტაციის პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, რადგან კონტრაქტორი კომპანიები, ძალიან ხშირად, ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც მსგავსი ფაქტი გვქონდა და მოგვიწია, პროექტზე მომუშავე ორივე კომპანიას დავმშვიდობებოდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები მოძრაობის აღდგენისთვის დაწესებულ ვადებში ვერ ეტეოდნენ, რაც მუნიციპალიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე მოგვმართეს ვადის გადაწევასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა აქ ხაზი მინდა გავუსვა ერთ ფაქტს, რადგან „ცრუ მედიებმა“ საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში – ვადის გადაწევაზე როდესაც ვსაუბრობთ, საკითხი არ შეეხებოდა საბოლოო ვადას.

იანვარი, რაც იყო ნათქვამი, ის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალაში იყო. საუბარია შიდა ვადებზე, რასაც შემდეგ კომპანიები აბალანსებდნენ. მიუხედავად ამისა, ვხედავდით, რომ იყო გარკვეული პრობლემები ვადებთან, ასევე ხარისხთან დაკავშირებით. ამიტომ, საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ამ კომპანიებს დავემშვიდობოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უკვე შერჩეულია კომპანიები, რომლებიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას განაგრძობენ.

ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, რომელსაც აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე, მნიშვნელოვანია საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იანვრის ბოლოს აღდგეს. ამიტომ, შერჩეულია უკვე კომპანიები, ხელშეკრულებებიც გაფორმებულია.

სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა – მე, ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოების საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი იანვრის ბოლოს დასრულდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...