ორშაბათი, მაისი 19, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" საქმიანობა არის მიმართული პირდაპირ...

“რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” საქმიანობა არის მიმართული პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა” – ირაკლი კობახიძე

ჩინეთში ვიზიტით მყოფი ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, მწვავე შეფასებებს აკეთებს ოპოზიციასთან მიმართებაში და მათ სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ადანაშაულებს:

,,წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” საქმიანობა არის მიმართული პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა. ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და მთავარი მიმართულება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ და ამას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდე, აუცილებლად დაუპირისპირდებდა და მორიგი განაჩენი დადგება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ’’, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის: პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ეხმიანება სამების საკათედრო ტაძარში დასვენებული, სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ასევე შობის 7 იანვარს აღნიშვნის თემას თუ სხვა საკითხებს და მათ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ეკლესიისა და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აღიქვამს.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართული ოცნება” სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება – პაპუნა ჯანელიძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი,...

“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში,...

ტვ "იმედზე", კომპანიის თანამშრომლის, შაკო ნათენაძის მკვლელობის ფაქტზე "იმედის...

პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოზიციას აფიქსირებს საგამოძიებო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პოლიტიკა სულაც არ არის სინამდვილეში ბინძური საქმე და ბინძურს ხდიან ის ადამიანები, რომლებიც ამ...

,,მოძრაობა - ახალგაზრდული ძალა"-ს დამფუძნებელი, თედო ზოიძე სააგენტო ,,პარალელთან"...

“მოვა დრო, ქოცებზე და წულუკიანზე პასტას არ გააგდებს ხელიდან🙈” – ელისო კილაძე სოზარ სუბარზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, საგამოძიებო კომისიის წევრ...

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“მაინც როგორი ბრუტალურია იკუნა, დიფ სტეიტის ბოროტი ძალის მსახურებით გარშემორტყმული, დგას სალი კლდესავით, უდრეკი,...

ალბანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის...