spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია"

კახა კალაძე: “რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია”

რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძე დადებითად აფასებს მმართველი გუნდის ინიციატივას, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით:

ვფიქრობ, ეს დროული, სწორი და მნიშვნელოვანია, რადგან ხარვეზი იყო ამ მიმართულებით. ზოგადად, რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ეს არახალია. ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები. მათ პირდაპირ გაცხადებული აქვთ, რომ ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, სარწმუნოებას, პატრიარქს, ჩვენს წარსულს, რომლითაც ვამაყობთ, ჩვენს კულტურას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არაფერი გამოუვა, ყველასთან მიმართებაში იქნება შესაბამისი მიდგომები კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – ხომ არ შეუქმნის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებას, თბილისის მერი ამბობს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სათანადოდაა დაცული.

ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. შეიძლება, ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იყოს ასეთი ვითარება და მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...