spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც მოხდება...

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც მოხდება ოლიგარქ ივანიშვილის სრული დასანქცირება და ის ჩააბარებს უკანონოდ მიტაცებულ ძალაუფლებას” – შალვა ნათელაშვილის მიმართვა ევროკავშირის ლიდერებისადმი

საქართველოს ,,ლეიბორიტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საფანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში:

,,ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” პოზიცია.

ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, ამ წუთისათვის მიტაცებული და პრივატიზირებულია რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისა და მისი წარმომადგენელი ოლიგარქის მიერ, ხოლო ევროკავშირის კანდიდატობა სტატუტარულად და საერთაშორისო სამართლით, ენიჭება სახელმწიფოს და არა ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს, რომელიც, რა თქმა უნდა, ღირსია ყველა სიკეთის, ჩვენს შემთხვევაში.

შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ სტატუსის მინიჭება იქნება კრემლის მიმართ განხორციელებული რევერანსი და ივანიშვილისათვის ყველა ცოდვის ჩამოწერა, რაც მან ჩაიდინა ათწლეულების განმავლობაში. აგრეთვე, წაქეზება – უახლოეს ხანში ისევ გააყალბოს არჩევნები და დარჩეს სამუდამო მმართველად.

მოგეხსენებათ, თურქეთი ორმოც წელზე მეტია კანდიდატის სტატუსით არსებობს, მაგრამ ვერ მიიღეს და ვერ შევიდნენ იქ გარკვეული მიზეზების გამო.

დღეს მივმართეთ ევროკავშირის ლიდერებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც მოხდება ოლიგარქ ივანიშვილის სრული დასანქცირება და ის ჩააბარებს უკანონოდ მიტაცებულ ძალაუფლებას. სხვა შემთხვევაში ეს საქართველოს და ევროკავშირ მიუბრუნდება ბუმერანგივით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...