ორშაბათი, მაისი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირელიგია და ტრადიციასაქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი...

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაცია-განმარტებებს ავრცელებს იმის თაობაზე, რომ დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა:

⛪ ქართული გალობისა და მრავალხმიანობის განვითრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.

🔸 ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი საპატრიარქოსთან ათეული წლებია თანამშრომლობს და მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და კულტურული საგანძურების გადარჩენა-განვითარების საქმეში. ერთ-ერთი ასეთი ერთობლივი წარმატებული პროექტი უკავშირდება ქართული მრავალხმიანობის მემკვიდრეობითობის შენარჩუნების საქმეს, რომელსაც 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი.

🔸 ბიზნესმენის ინიციატივითა და პატრიარქის კურთხევით დაფუძნდა „ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი“, რომელმაც მოიზიდა დარგის საუკეთესო სპეციალისტები, გახსნა რამდენიმე რეგიონული სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი თბილისში. 2006 წლის 19 სექტემბრიდან საქმიანობა დაიწყო და აბიტურიენტების პირველი ნაკადი მიიღო საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის თბილისის უმაღლესმა სასწავლებელმა.

🔸 განვითარების კვალობაზე სასწავლებელი ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტი.

🔸 უნივერსიტეტი ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის რეგენტებსა და ლოტბარებს, რომლებიც ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება- განვითარების საქმეს ემსახურებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში, ქართულ ემიგრაციაში.

🔸 დღეისათვის საქართველოში მოქმედი ფოლკლორული თუ გალობის გუნდების უდიდეს ნაწილს ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ.

🔸 გარდა აღნიშნულისა, ბიზნესმენის ინიციატივით 2012 წელს დაფუძნდა ფონდი „ქართული გალობა“, რომელიც ქართული მრავალხმიანობის მხარდასაჭერად სისტემატურად ატარებს ფოლკლორულ ფესტივალებს, გამოჩენიული ლოტბარების დაჯილდოების საღამოებს, მხარს უჭერს გამოცემებს, კონცერტებს, გუნდებს, ახალი სახეების წარმოჩენას, კურსდამთავრებულების დასაქმებას რეგიონებსა და უცხოეთში ქართული მრავალხმიანობის განვითარებას. ფონდს ხელმძღვანელობს ბიზნესმენის მეუღლე ნანა გოთუა.

🔸 ვანო ჩხარტიშვილის დაფუძნებულია აგრეთვე ფონდი “აი ია“, რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაცია / აბილიტაციითაა დაკავებული.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მის უწმინდესობას რომის პაპ ლეო XIV-ს – გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას” –...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მისალოცი წერილი რომის პაპის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პოლიტიკა სულაც არ არის სინამდვილეში ბინძური საქმე და ბინძურს ხდიან ის ადამიანები, რომლებიც ამ...

,,მოძრაობა - ახალგაზრდული ძალა"-ს დამფუძნებელი, თედო ზოიძე სააგენტო ,,პარალელთან"...

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი...

“მაინც როგორი ბრუტალურია იკუნა, დიფ სტეიტის ბოროტი ძალის მსახურებით გარშემორტყმული, დგას სალი კლდესავით, უდრეკი,...

ალბანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის...

“მოვა დრო, ქოცებზე და წულუკიანზე პასტას არ გააგდებს ხელიდან🙈” – ელისო კილაძე სოზარ სუბარზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, საგამოძიებო კომისიის წევრ...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე…”

პაატა მანჯგალაძე ეხმიანება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ...