spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მავნებლობა იყო ტერმინებით ჟონგლიორობა, როგორიც არის "დებიძინიზაცია" და...

“მავნებლობა იყო ტერმინებით ჟონგლიორობა, როგორიც არის “დებიძინიზაცია” და ა.შ., ამაზე თვითონ ევროკომისიამ გასცა პასუხი” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხის გარშემო არსებულ პოზიციებთან დაკავშირებით:

,,ის, რომ მავნებლობა იყო, მაგალითად, ასეთი ტერმინებით ჟონგლიორობა, როგორიც არის ,,დებიძინიზაცია“ და ა.შ. ამაზე თვითონ ევროკომისიამ გასცა პასუხი, როდესაც თქვა, რომ ,,პერსონიფიცირებული მიდგომა არ შეიძლება“. ახლა ვიღაცები ცდილობენ, რომ ძალუმად, ასე რაღაცნაირად იგივე ხაზი გააგრძელონ და მაინც პერსონიფიცირებულ მიდგომებზე იყოს ორიენტირებული.

არ შეიძლება აქ დაყოფა და დიფერენცირების დაშვება, რომ ხალხი იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აჩენ სივრცეს თქვა, განცხადება გააკეთო, რომ ,,ქვეყანა არ იმსახურებს“. უბრალოდ ხალხს ვითომ არ აწყენინონ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი მიდგომა. ეს არის კლასიკური შემთხვევა, რეალურად კანდიდატის სტატუსის მიღების არაგულშემატკივარი ადამიანის განცხადებაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...