spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2008 წლის ომის მერე რუსებს ყველანაირად მიესალმებოდნენ, ხოლო...

“2008 წლის ომის მერე რუსებს ყველანაირად მიესალმებოდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხედავთ რა განცხადებები კეთდება” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

რა გამოდის, რომ როცა ჩვენ ომი გვქონდა, მაშინ კარგები იყვნენ რუსები და მერე გახდნენ ცუდები, როცა უკრაინაში შეიჭრნენ? ეს არის ფარისევლობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული წერილის შეფასებისას ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული წერილიდან კარგად ჩანს ის ფაქტი, რომ ქვეყნის შიგნით უსამშობლო ადამიანები არსებობენ.

პრემიერმა შეაფასა სამწუხარო რეალობა, რაც დღეს არსებობს. ამ წერილიდან ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი, რომ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო ადამიანები. 2008 წელს, როდესაც ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამ ყველაფრის შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებას სხვა პოლიტიკა ჰქონდა. იყო რუსებისადმი მოწოდებები, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში.

გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი ლარსის საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს, ია-ვარდებითა და ყაყაჩოებით ხელში. ქართული კომპანიები გაასხვისეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახორციელებდა მოღალატეობრივ პოლიტიკას და ქვეყანამ ამის შედეგები იწვნია. ვისი დავალებით და მითითებით ხდებოდა ეს ყველაფერი, გაირკვევა.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, თავიანთი ქმედებებით რუსებს ყველანაირად მიესალმებოდნენ, ხელს უწყობდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხედავთ რა განცხადებები კეთდება. რა გამოდის, რომ როცა ჩვენ ომი გვქონდა, მაშინ კარგები იყვნენ რუსები და მერე გახდნენ ცუდები? ეს არის ფარისევლობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან აგენტები, რომლებიც ემსახურებიან „დიფ სთეითს“ და კითხვის დასმის უფლებაც არ აქვთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ტერმინ „რუსოფობიას“ მხოლოდ რუსები იყენებენ, კახა კალაძე პასუხობს: „ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ თავზე არ მიიღონ და საზოგადოებას სხვანაირად წარმოუჩინონ სიტუაცია. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს – წარსულში მიღებული მათი გადაწყვეტილებები, რუსეთის მოქალაქეებთან მათი დამოკიდებულება. მაგალითად, ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მებრძოლია რუსეთის წინააღმდეგ, თანხები რუსეთის ფედერაციისგან ერიცხება“.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლება ატარებს მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

ჩვენ შევცვალეთ ის, რომ ჩვენი პოლიტიკით, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ტარდება მხოლოდ სახელმწიფოს და ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები. დღეს რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა, რასაც მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. არ გეგონოთ, რომ ეს პროცესი მარტივია – ნახეთ როგორ ებრძვიან ქართველ ხალხს, სახელმწიფოს, რა განცხადებები კეთდება მეორე ფრონტის გახსნაზე, რეზოლუციებს იღებენ, რომ სანქციებს მივუერთდეთ და ა.შ. მაგრამ ეს არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ, რადგან დღეს გვყავს პატრიოტი ხელისუფლება, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, აქ დავიბადე, გავიზარდე, ვისწავლე, ეს ჩემთვის საამაყოა. საამაყოა ჩვენი ქვეყნის წარსული, კულტურა. აგენტურის წარმომადგენლები კი თავიანთი განცხადებებით, ე.წ. ენჯეოშნიკებით, კონკრეტული ქმედებებით, ამ ყველაფერს ებრძვიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია” – ნიკა გვარამია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...