ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიროცა "ქართული ოცნება" ცდილობს გადაგვკიდოს ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი...

როცა “ქართული ოცნება” ცდილობს გადაგვკიდოს ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ამოცანაა ქართველი ხალხის გზავნილები ჩამოვიტანოთ და გავაღრმავოთ სტრატეგიული თანამშრომლობა – გიორგი ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა – გიორგი ვაშაძემ, თინა ბოკუჩავამ, სერგო ჩიხლაძემ და ალექსანდრე კრევო-ასათიანმა მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა აშშ-ს კონგრესში გამართეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, მათ კონგრესმენებთან ქართველი ხალხის გზავნილები გააჟღერეს და აშშ-ს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული კურსის კიდევ უფრო ძლიერი მხარდაჭერის პირობაც მიიღეს.

კონგრესმენებთან საუბრისას განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სავიზო რეჟიმის გამარტივება და შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი, რაც საქართველოში ბევრ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს:

აშშ ჩვენ გვერდითაა, ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდითაა. „ქართული ოცნების“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, ნამდვილად არ მიგვატოვებს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, ამერიკა.

და რატომ ვართ ჩვენ აქ? – როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს გადაგვკიდოს ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ამოცანაა ქართველი ხალხის გზავნილები ჩამოვიტანოთ და გავაღრმავოთ პირიქით სტრატეგიული თანამშრომლობა. სამი კონკრეტული საკითხი რასაც ვიხილავთ:

  • პირველი – ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება;
  • მეორე – სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სასწავლო ვიზების გამარტივებაზე მსჯელობისა და დისკუსიის დაწყება;
  • მესამე – ეს არის შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი ანუ ბევრი ინვესტიცია საქართველოში, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ.

მერწმუნეთ, როგორც კი შემოვატრიალებთ საქართველოს „ქართული ოცნების“ გარეშე ამერიკისა და დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით, ყველა ეს სიკეთე ძალიან სწრაფად მოვა ჩვენამდე. დღეს რომ ჩვენ პატრიორი ხელისუფლება გვყავდეს, პირდაპირ გეუბნებით, სამივე ეს საკითხი იქნებოდა მოგვარებული.

რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე აშშ-ს მხარდაჭერა და ამაზე გვაქვს ძალიან დეტალური საუბარი ყველა სტრუქტურასთან, სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა სინქტანკებში და დარწმუნებული ვართ, რომ ამასაც მივაღწევთ. ამერიკა ჩვენ გვერდით არის, ჩვენ აუცილებლად საბოლოო გამარჯვებას, ძლიერ, ერთიან საქართველოსთან ერთად, მივაღწევთ, როგორც კი რუსეთისკენ მიმავალი რეჟიმისგან გავთავისუფლდებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ჩანს აქედან/ჩემგან” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებები საპატიმროდან

საპატიმროდან მორიგ წერილს აგზავნის "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ზურაბ გირჩი...

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...