spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი ყველა კანონს იღებს, რაც ავტორიტარიზმის განსამტკიცებლად სჭირდება"...

“ივანიშვილი ყველა კანონს იღებს, რაც ავტორიტარიზმის განსამტკიცებლად სჭირდება” – ვახო სანაია

ბოლო პერიოდში რამდენიმე კანონის მიღებას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ჟურნალისტი ვახო სანაია:

ივანიშვილი ყველა კანონს იღებს, რაც ავტორიტარიზმის განსამტკიცებლად სჭირდება. ცდილობს, ეს ყველაფერი კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე მოასწროს.

თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ყველა ეს კანონი შერჩება. ,,სტატუს ვსო სპიშეტ”. იტყვის, აჰა, სტატუსი მივიღეთ, ესე იგი, სულაც არ მოგვიღია ცუდი კანონები, თორემ ხომ არ მოგვცემდნენ სტატუსსო.

თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, მაინც გააგრძელებს მსგავსი კანონების მიღებას და არა მხოლოდ კანონების. სრულად მოხსნილი პასუხისმგებლობით, ისევ ისე გააგრძელებს ავტორიტარიზმის განმტკიცებას – ისევ მძიმე ფორმებითა და ისევ სწრაფი ტემპებით.

მას შემდეგ, რაც მარტში რუსული კანონი ყელზე დაადგა და ვერ გადაყლაპა, ეს დიდი ლუკმა დაანაწევრა და ახლა ნაწილ-ნაწილ შეექცევა. ამ გზით, ერთი მხრივ, დიდ პროტესტს ირიდებს თავიდან, მეორე მხრივ, დასახულ მიზანს ცოტა დროში გაჭიანურებულად, მაგრამ მაინც მიაღწევს – რა თქმა უნდა, თუ გაუვიდა ბოლომდე. თუ შევაჯამებთ ამ შემოვლით გზებს, შეგვიძლია, საკითხებს თავი მოვუყაროთ და ჯამში მივიღებთ აკინძულ რუსულ კანონს.

რა არის გამოსავალი – ოპოზიცია და საზოგადოებაც უნდა აგროვებდეს პროტესტს და შეძლოს საჭირო პროცესში გარდასახვა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნიკა მელიას თავდადება, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილის...

პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...