კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმდენი საფრთხეებია, იმდენი რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა?!" -...

“იმდენი საფრთხეებია, იმდენი რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა?!” – გრიგოლ ლილუაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ აშშ-ს მხარეს არ მოუწოდებია სათანადო მტკიცებულებები ფარცხალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით:

,,მტკიცებულებები ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურის მეშვეობით, მოთხოვნა გაიგზავნა. უკვე კარგა ხანია გასული. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ჩვენი ინიციატივითა და თხოვნით, მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით გაიგზავნა, თუმცა, ამჟამად არანაირი დეტალები არ მიგვიღია.

თუ კი სამტკიცი არ იქნება, რა თქმა უნდა, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება.

იმდენი საფრთხეებია, იმდენი რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა?!

ფარცხალაძის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ ოფისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ე.წ. მოდულის შენობაში მოხდა.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: მისი შემოსვლის კადრებს გაავრცელებთ?

ჩანაწერები 24-საათიან რეჟიმში იწერება, როგორც გარე პერიმეტრის, ისე შიდა ფართის.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: აქამდე რატომ არ გაავრცელეთ?

რატომ? მოითხოვა ვინმემ?

[ჟურნალისტის შეკითხვა]: ფარცხალაძეს ადვოკატი ახლდა დაკითხვაზე?

ბატონ ფარცხალაძეს უფლება აქვს გამოცხადდეს, როგორც ადვოკატის, ისე ადვოკატის გარეშეც. გამოქვეყნდება კადრები, თქვენი ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული.

ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველო დატოვა გამოკითხვიდან მეორე დღეს’’, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...