spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რომელიც პრეზიდენტმა ამ...

“ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რომელიც პრეზიდენტმა ამ გამოსვლისას გააკეთა” – მიხეილ სარჯველაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. პროცესმა კი პარლამენტში გადაინაცვლა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო. თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. მან ასევე შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებითაც:

,,პრეზიდენტი ვისაც ეყრდნობოდა, აი ამ არასწორი გადაწყვეტილების მიღების დროს, როდესაც გადაწყვიტა კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ემოქმედა, იმათთან მიმართებაშიც კი არ აქვს მყარი დასაყრდენი და სანდოობა.

აქედან გამომდინარე არის ის მოწოდებაც, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებს, რომ დარბაზში, უშუალოდ კენჭისყრის დროს ვინმე არ იმყოფებოდეს. როგორც ჩანს ის ზედმეტად უფრთხილდება თავის სკამს.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: სალომე ზურაბიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ,,პატარა კაცებთან მარტო მინდა ყოფნაო“…

ეს ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რომელიც პრეზიდენტმა ამ გამოსვლისას და არა მხოლოდ ამ გამოსვლისას გააკეთა. აი, ყველაზე მდაბიო და შეუფერებელი პრეზიდენტის ინსტიტუტთან.

ოპონენტების შერჩევა არ არის აუცილებელი და შემდეგ მონათვლა რაღაცა არასწორი იარლიყებით. მე მგონია, რომ მის მდაბიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

ინფორმაციისთვის: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა, სადაც კრიტიკულად ისაუბრა მმართველი პარტიის წარმომადგენელებზე.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...