spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"ჩვენ ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს...

“ჩვენ ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსე არის ტურბულენტობით” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის მეტაური, ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში იღებს მონაწილეობას.  პრემიერ-მინისტრმა, შეხვედრის პარალელურად, პირველი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრა:

,,ჩვენ მართლაც სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. ამ მხრივ ჩვენ განვსხვავდებით სხვა ქვეყნების მდგომარეობისგან. ჩვენ არ გვაქვს არც NATO-ს ქოლგა, ასე ვთქვათ, არავითარი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყნას არ გააჩნია. არ ვართ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

შესაბამისად, ჩვენ ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსე არის აი ამ ტურბულენტობით.

ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხეთ მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო უკრაიანაში, საკმაოდ გონივრულად, ასე ვთქვათ, მანევირირება, მე ასე ვიტყოდი.

რაც მთავარია, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას მტკიცედ ვიცავთ; მეორე მხრივ, კოორდინაციაში ვართ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!” – ნანუკა თამაზაშვილი

"უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...