spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს, მისი ხელისუფლების მიმართ...

“რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს, მისი ხელისუფლების მიმართ კრიტიკა არ არის ახალი” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით:

,,რა თქმა უნდა, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს არასათანადოდ მოიხსენიებს, არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუმცა, მეორეს მხრივ, ესეთ განცხადებებს, სამწუხაროდ, ჩვეული ვართ. მათ შორის – რუსეთის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან.

ერთადერთი, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. როდესაც საქართველოს კონსტიტუცია ირღვევა, ამით შემოდის არასტაბილურობა კონსტიტუციურ ორგანოებს შორის ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ამით სარგებლობს რუსეთი.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს, მისი ხელისუფლების მიმართ კრიტიკა არ არის ახალი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

ინფორმაციისთვის: რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი მწვავე შეფასებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით:

,,მორიგი ღრმააზროვანი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, თუ უკრაინა ვერ გაუძლებს, საქართველო და ბალტიის ქვეყნები შეიძლება გახდნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება.

პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო!” – წერს გრიგორი კარასინი ტელეგრამის არხზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...