spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვსვამდით კითხვებს - როდის, ვისთან, რა ფორმატში...

“ჩვენ ვსვამდით კითხვებს – როდის, ვისთან, რა ფორმატში მოხდა მოლაპარაკება პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით?!’’- ანა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის’’ წევრი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განმარტებაზე, როცა ის აღნიშნავს, რომ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით:

,,ჩვენ ვსვამდით კითხვებს – როდის, ვისთან, რა ფორმატში მოხდა მოლაპარაკება პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით?! სახელმწიფო უწყებები ამას უარყოფენ.

ახლა საინტერესო არის, მას შემდეგ, რაც ლავროვი ამას საუბრობს, რა პოზიცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას. ამის მიღმაც, ლავროვი არ არის ჩემთვის ავტორიტეტი, მაგრამ ლავროვს, რომ არ დავუჯეროთ, წინ გვაქვს ფაქტი. ფაქტი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან, მაშინ როდესაც ამ ოკუპანტი სახელმწიფოს საერთაშორისო იზოლაცია არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ცივილიზებული სამყაროსი, აღადგინა პირდაპირი ფრენები’’, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა

ინფორმაციისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განცხადება გააკეთა:
,,როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზებით, თუნდაც უბრალოდ ადამიანების ინტერესებით, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან სტუმრობა, ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონ ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზდება ფრენების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. აქ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა’’, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...