spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებანანა ტოხვაძე: სასკოლო განათლება ღრმა კრიზისშია - ბავშვები...

ნანა ტოხვაძე: სასკოლო განათლება ღრმა კრიზისშია – ბავშვები უსკოლოდ, სკოლები უდირექტოროდ…

„გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა, სკოლების ყოფილ დირექტორებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე საპროტესტო პლაკატები და აგურები მიიტანეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნანა ტოხვაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ საყრდენი გამოაცალა განათლების სისტემას, სკოლების დირექტორები მათთვის მხოლოდ საარჩევნო რესურსია:

„ქართული ოცნების“ პირობებში სასკოლო განათლება ღრმა კრიზისშია და ეს კრიზისი მრავალკომპონენტიანია – ინფრასტრუქტურა, განათლების ხარისი და დემოკრატიული მართვის კულტურა პრაქტიკულად ჩამოშლილია. ბავშვები სკოლის შენობის გარეშე, სკოლები უდირექტოროდ, ხოლო მშობლები კი უპასუხოდ რჩებიან თუ როდის მოხდება, რომ სკოლა, დირექტორები და მასწავლებლები მხოლოდ საარჩევნოდ ხმის მომტან რესურსად არ განიხილოს სახელმწიფომ და მათი პირველადი ფუნქიები დაუბრუნოს ამ ადამიანებს?!

განათლების მინისტრს სიმბოლურად აგურები მივართვით. იქნებ შევახსენოთ, რომ სკოლები ასაშენებელია და მათი დიდი დამსახურებით, უკვე წლებია სკოლების მთავარი საყრდენი, დირექტორები სისტემიდან გამოცლილი. დაანონსებიდან 3 წლის დაგვიანებით წელს დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა. პოლიტიკური ლოიალობის ტესტისა და სუს-ის კონტროლით 165 მაღალქულიანი კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე ჩაჭრეს. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც 2074 სკოლიდან 1692 სკოლა ისევ რჩება კვალიფიციური საგანმანათლებლო ლიდერის გარეშე და გამოდის, რომ “არჩევნები” სკოლების 81.6%-ში არ ჩატარდება. დირექტორების “ასარჩევად” კონკურენცია მხოლოდ 18,4% სკოლებში გვაქვს და აქაც არჩევნები გაურკვეველი ვადითაა გადადებული.

განათლების სამინისტროს დუმილი და პროცესის გაუმჭვირვალობა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ სკოლების სუს-ისგან მართვის მავნებლური პრაქტიკა გრძელდება. საჯარო სკოლების მართვის უფლება არა კომპეტენციის, კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შერჩეულ კანდიდატებს, არამედ სუს-ისგან ნებადართულ „მწვანე შუქის“ მქონე პირებს ჩაბარდებათ – ხელისუფლების სასარგებლოდ საარჩევნო ხმების მობილიზაციის სანაცვლოდ”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

“ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე…” – არჩილ გამზარდია

ქართულ პოლიტიკურ ველზე გაჩენილ სიახლეებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...