spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოჯახები ჩაიხოცა, ხალხნო, რამ დაგაძინათ?! რამ გაგაჩერათ, როგორ...

“ოჯახები ჩაიხოცა, ხალხნო, რამ დაგაძინათ?! რამ გაგაჩერათ, როგორ არ ჩახვედით, როგორ არ იმუშავეთ?!” – გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, ,,გამარჯვების პლატფორმის” ლიდერი, პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე ტვ ,,პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის ,,დღის ამბებში” მწვავე და ემოციურ შეფასებას აკეთებს რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის რეაგირებასა და სამოქმედო სტრატეგიაზე:

,,ოჯახები ჩაიხოცა, ხალხნო, რაზე ვლაპარაკობთ… გამოდიან და უდიერად გვეუბნებიან – ,,არაფერი, რავიცი ახლა, დიდად არაფერი არ შეიცვლებოდა“. ეს როგორ უნდა თქვა?! რამ დაგაძინათ?! რამ გაგაჩერათ, როგორ არ ჩახვედით, როგორ არ იმუშავეთ?!

სისტემური მუშაობა უნდა ყოფილიყო. პრემიერი უნდა ჩასულიყო, მინისტრებისთვის დაეძახებინა, თავდაცვა იმდღესვე უნდა ჩაერთო, რა ვერტმფრენები გვაქვსო ეკითხა, თუ არ არის აღწერილი, ეს უნდა გაეკეთებინათ, რომელ საწყობში რა საშუალება დგას, ჯანდაცვის მინისტრი იქ უნდა ყოფილიყო, სასწრაფო დახმარების მანქანები, ბრიგადები მობილიზებული, გაწერილი ყველა ალგორითმი, იმ ღამესვე ხიდები უნდა გაკეთებულიყო. აბა რისთვის გვინდა მთელი ეს სისტემები?!

ესენი – ზოგი იქ ქეიფობს, ზოგი აქ ქეიფობს, რეგიონალური განვითარების მინისტრი ოთახიდან გვერთვება…

ჯერ რომ დაიწყეს თავიდან დეზინფორმაციული ველი, რომ ,,დიდი არაფერი არ მომხდარას” შინაარსით გაშვებული. საინფორმაციო მართვა: 3 საათის დაგვიანებით რომ გამოაქვეყნე პირველი რაღაცა იოტისოდენა – ,,რაღაც მოხდა სადღაც მთაში“, – დაახლოებით ასეთი ინფორმაცია. რამდენი ადამიანი შეიძლება გზაზე იდგა, რომ შესულიყო იქ?! კიდევ რომ გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი, რამდენი შეიძლება საფრთხის წინაშე დამდგარიყო?!

ადამიანები ხომ წერენ, რომ თვითონ შესულები იყვნენ მთაში, ფეხით მიდიოდნენ, იცოდნენ მიმართულებები – არავინ შეხმიანებია. 112-ში ხალხს კი არ უნდა დაერეკა, 112-ს უნდა დაერეკა მთელი იმ ზონისთვის ავტომატური ზარით, რომ ფრთხილად იყავით, ესე და ესე… მართვა ეგრეა, ცოდნა ეგ არის, ეგ არის მენეჯმენტი. აბა ის, რაც ამათმა გააკეთეს, ეგ არის ადამიანების მიტოვება, სამწუხაროდ!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“მანამდე გაუშვებენ 3-დღიან თუ 10-დღიან პატიმრობაში, ვიდრე კანონის პატივისცემას არ ისწავლიან” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებებს კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ტროტუარზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...