spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეებთან...

“ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გვეყოლება” – კახა კალაძე

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მიღებული წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე პრეტენდენტებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერი მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ.

დღეის მდგომარეობით, წარმოდგენილი წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია და პრეტენდენტებთან მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ივნისის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ დაიწყება პროექტის განხორციელება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მშენებლობის ძირითად პარამეტრებს, თბილისის მერის თქმით, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას.

ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება ტრამვაის 11 შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 417 მლნ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება.

მოგეხსენებათ, პროექტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ტრანსპორტის აღნიშნული სახეობა წლების შემდეგ უბრუნდება დედაქალაქს. ამასთან, მისი ამოქმედება და ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის წვდომას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებთან და მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც მოლოდინის, ისე გადაადგილების დროს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ტრამვაის პირველი და ბოლო პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...