spot_img
მთავარირეგიონის ამბები"ამ ორ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ შოვში ვიღაცამ...

“ამ ორ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ შოვში ვიღაცამ ნებართვა გასცა, ვიღაცამ ააშენა და ვიღაცამ კონტროლი არ გაუწია სასაკლაოს მშენებლობას” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტიქიური უბედურების ზონის, შოვის ფოტოებს აქვეყნებს და კონკრეტულ განმარტებებთან ერთად მძიმე შეფასებებს აკეთებს:

ამ ორ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ შოვში ვიღაცამ ნებართვა გასცა, ვიღაცამ ააშენა და ვიღაცამ კონტროლი არ გაუწია სასაკლაოს მშენებლობას – ზონაში, რომელიც მუდმივად იმეწყრება, იმ მდინარის კალაპოტის გასწვრივ, რომელიც მუდმივად სტიქიურად დიდდება, იმ ქვაბულის ძირში, სადაც სამი ხეობა – სამი პოტენციური სტიქიური ნაკადი – ერთიანდება. ასე, მიყოლებით, სტიქიის უძრავ და აურიდებელ სამიზნედ, როგორც დომინოს მიწყობილი ქვები, ერთი წაკვრით რომ ყველას წააქცევ.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებმა წლები იომეს ამ მშენებლობის წინააღმდეგ, ხელისუფლებამ მათი არ შეისმინა. დღეს ამ ადგილობრივთაგან რამდენიმე დაიღუპა, რამდენიმემ ოჯახის წევრი დაკარგა და გაუბედურდა. იგივე ბედი ეწიათ ტურისტებს. ხელისუფლება კი დადის ბახილებით “შემთხვევის ადგილზე”.

მთელი საქართველოსთვის კი ეს “შემთხვევის ადგილი” არ არის, ეს შოვის სასაკლაოა“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...