spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: როდესაც პოლიტიკოსი ფულს იღებ იმაში, რომ...

კახა კალაძე: როდესაც პოლიტიკოსი ფულს იღებ იმაში, რომ კონკრეტული პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი თავად წყვეტს, ვისთან და რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ კეთდება, უმძიმესი სანახავია.

ამის შესახებ მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, სამწუხაროა, რომ დღევანდელ ოპოზიციას მსგავსი პოლიტიკოსები წარმოადგენენ:

ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია, ვისთან, როგორ, რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ფულს იღებ იმისთვის, რომ რაღაც პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსი გქვია.

რა თქმა უნდა, შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრება, პრინციპები, რაღაცის გჯეროდეს, მაგრამ როცა ამას ფულის გამო აკეთებ და განცხადებებში თეთრზე შავს ამტკიცებ, ეს არის უმძიმესი.

სამწუხაროა და ძალიან ცუდია, რომ დღევანდელ პოლიტიკაში ასეთი ადამიანები არიან, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველას შესაბამის პასუხს გასცემს, როდესაც ამის დრო მოვა და საჭიროება დადგება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობენ, რეალურად ერთი გუნდის წევრები არიან და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართებიან.

არ ვიცი, მომავალი არჩევნებისთვის ვინ ვისთან გაერთიანდება. სახელს და გვარებს, რომელთაც თქვენ მისახელებთ, არანაირი გაერთიანება არ სჭირდება – ფაქტობრივად, ერთი გუნდის წევრები არიან და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.

არ ვიცი, რა მორალზეა ზოგადად საუბარი, როდესაც ამას ფულის გამო აკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი.

არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვინ, როგორ, რა ფორმით იასპარეზებს არჩევნებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთიანად იმართებიან და ერთი ხერხემალი აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნიკა მელიას თავდადება, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილის...

პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის...

“თუ ვინმემ საბოტაჟი მოუწყო ტურიზმს, ეს არის კალაძე” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მოსწავლეებზე სისტემური ძალადობა “ქართული ოცნების” “ნოუ ჰაუ” ხდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...