ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ტურიზმთან კავშირში განიხილავს:
“თუ ვინმემ საბოტაჟი მოუწყო ტურიზმს, ეს არის კალაძე.
შეეძლო თბილისის ცენტრის აოხრება დაეწყო მაგალითად ნოემბერში, როცა ტურიზმი ისედაც იკლებს და არა ივლისში, გაქანებული სეზონის დროს.
შეეძლო ნაწილებად დაეყო სამუშაოები,ერთიანად არ გადაეთხარა ყველაფერი კოსტავადან თავისუფლების მოედნამდე და არ მოეწყო სრული კოლაფსი თბილისის ცენტრში.
თბილისის ცენტრს სიახლოვეს აღარ ვეკარები მე პირადად და ვინ ჩამოვა აქ საათობით საცობებში გასაჭედად და ტრაქტორების გრუხუნის მოსასმენად?” – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

