spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის რეკლამა საერთაშორისო მედიაში მიმდინარეობს

აჭარის რეკლამა საერთაშორისო მედიაში მიმდინარეობს

ევრონიუსისა და დოიჩე ველეს შემდეგ აჭარის რეკლამას უკვე BBC–ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. საიმიჯო რგოლში, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტებია წარმოჩენილი. პრესტიჟული ბრიტანული მედიასაშუალება მსოფლიოს 29 ენაზე მაუწყებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის პოზიციონირების მიზნით საერთაშორისო მედიასაშუალებებთან წლებია თანამშრომლობს. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, BBC და ევრონიუსი ბათუმში მოგზაურობის შესახებ სიუჟეტებსაც მოამზადებენ.

აჭარის რეკლამა სამიზნე ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონის პოპულარიზაცია უკვე განხორციელდა 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე, საერთაშორისო მედიასაშუალებებში, სამიზნე ქვეყნების გამოცემებსა და ტელევიზიებში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ასევე გრძელდება უცხოელი ჟურნალისტების მოგზაურობა რეგიონში. აჭარას უკვე სტუმრობდა პოლონელი, გერმანელი, უზბეკი, ყაზახი, სერბი, კორეელი, ებრაელი, თურქი, არაბი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...